Предыдущая публикация
გამომდინარე იქედან,რომ ბოლო რამოდენიმე წელია,ჩვენი სოფელი სულ დაცარიელდა და ზაფხულობითაც კი არ ისმის ჩამიჩუმი,გადავწყვიტე ,სოციალური ქსელის დახმარებით მაინც მოვახერხოთ კოორდინაცია და 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე მოვაწყოთ შეკრება ზოგიშში! დავპატიჟოთ და მოვიწვიოთ ყველა ჩვენი მეგობარი,თანასოფლელი და მოვაწყოთ ძალიან ლამაზი ზაფხულის დღეები.ისეთი,როგორიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს წინა წლებში.გამოვაცოცხლოთ ჩვენი მიტოვებული სოფელი და არ მივცეთ დავიწყებას ის მხიარული დრო ,რასაც ჩვენს ლამაზ სოფელში ვატარებდით.ყველამ გადავდოთ დასვენება ზღვაზე და სხვადასხვა კურორტებზე და მივაშუროთ ზოგიშს! ყველაზე მაგარი არდადეგები გველოდება წინ:)))))
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев