ნუთუ შემეძლო გადამერჩინე და შენს მაგივრად ჯვარს ვცმულიყავი?
ხანდახან ფიქრი მომეძალება მნემსავს კითხვებად,მჩხვლეტავს განცდებად,
ყველა იმ კაცზე გავნაწყენდები ვინც, ვერ ივარგეს მაშინ კაცებად.
და მეც მათ შორის იქნებ იმ წუთში ვიდექი ჩემთვის ყანას ვმარგვლიდი,
ან ვენახიდან დაბრუნებული დასაძინებლად მივწექ დაღლილი.
ხომ შეიძლება იქვე ვიდექი ცნობისმოყვარის მეცვა ხალათი და გვერდით მიტომ არ დაგიდექი თუ აღსდგებოდი საღ სალამათი,
შენ რომ ჯვარს გაცვეს იქნებ იმ წუთას მე მეგობრებთან სადმე ვღრეობდი
მთელი ცხოვრება შენ შემეწიე შანსი გავუშვი მეც შეგწეოდი.
ან ნუთუ სულაც იმ ხალხთან ვიდექ რომ ამჯობინეს ქრისტეს ბარაბა
შენ იქნებ ჩემ სახლს ჩამოუარე მე მოგიხურე ცივად დარაბა, ან იქნებ ხელი მეც დავიბანე, გადაიბანა როგორც პილატემ
ვიჯექი ჩემთვის ცივად გულგრილად და შენი თავი უფალს მივანდე
თუ იმ წუთებში უფალო ჩემო მე ჩემი საქმით ვიყავ გართული
ვერ შევამჩნიე ჯვარი შენს მხრებზე ვერც გოლგოთაზე წამომართული
ან ,და გულგრილად ჩამოგიარე და შენ საქმეში არ ჩავერიე ვერ შევიცანი შენში მესია ავირიე და შენც ამერიე..
რომ ვყოფილიყავ იქ იმ წუთებში რას ვიზამდი და რას ვერ ვიზამდი
თუ დაგიცავდი შენ იმ შვილთაგან კაცი, რომელსაც ყველგან მიცავდი?
არ გამიმეტო ამ ფიქრებისთვის სახეს მივუშვერ ათას სატანჯველს
იმ რომაელი ჯარისკაცივით მეც უკვდავებით თუ კი დამსაჯე..
/გელა გელაშვილი/.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1