მიწა გახსენით, ვეღარ იტევს ამდენ სიწმინდეს,
ახლა სინათლეს ვინც ვერ ხედავს, გონს მოვა როდის?!
იქუხე ცაო, მოწყალება რომ გაგვიწვიმდეს,
ჩემო სამშობლოვ, წმიდანების ლაშქარი მოგდის.
რაკიღა ერში ერთგულების გაგვიქრა ძალა,
დღეს ლოცვის დროა, გულო ახლა რაღაზე სტირი,
მამულო, შენი ოქროს გული რომ დაეფარა,
იმდენი ბერი გიცავდა და იმდები გმირი.
აღდგომის დროა, წმიდანების საფლავებს ხსნიან,
მზე გადმოსულა ზეციდან და მიწაზე დადის,
იბერიელნო, ახლა დუმილს ღალატი ჰქვიან,
მხოლოდ უგნური ვერ შენიშნავს წყალობას ამ დღის.
წმიდანი აღსდგა, უსასრულოდ რეკენ ზარები,
გაბრიელ ბერი მობრძანდება ჩვეული ლოცვით,
მაღლიდან სული დაგვანათა, ვით ცის თვალები,
მიწიდან სანთლად ამოგვენთო უხრწნელი ხორცით.
გვიბრუნდებიან, თუმც ბერები არც კი მიდიან,
ისინი მხოლოდ დაფრინავენ ჟამსა და დროში,
(ვაი სამსჯავროს, თურმე კუპრი ისე დიდია,
ერის გამყიდველს არ მიჰყვება იქამდე გროშიც.)
გახსენით მიწა, ამოხეთქა ვიდრემდის მადლმა,
სამშობლოვ, მგონი დასასრული დაუდგა ლოდინს,
დღეს შენს მიწაზე დიდი ჟამის საწყისი დადგა,
ნახე ცისკარზე წმიდანების ლაშქარი მოგდის.
ნანა მეფარიშვილი
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 14