ლამაზი ლექსი მინდა დავწერო,
უსიყვარულოდ ჩემი ცხოვრება,
მინდა, რომ თქვენთვის აღვწერო.
ეს იგივეა, ჩიტი ფრთების გარეშე,
უწყლოდ კი თევზი ცოდო საწყალი,
მე სიყვარულისთვის დაბადებულს,
ვარ, ცხოვრებაზე ცოტა გამწყრალი.
კიდევ მოვითფენ ამ მარტოობას,
ოღონდ ვიპოვნო ჩემი რჩეული,
ამ მარტოობამ ცოტა გამტეხა,
სითფოს სიყვარულს გადაჩვეული.
ეს უფერული სამყარო ჩემთვის,
ძნელი ასატანია და ნელა მკლავს,
ჩემი ცხოვრება და სულის ნაწილი,
ღმერთო გვერდით რატომ არა მყავს.
მის გარეშე სუნთქვა მიჭირს,
გული საწყლად ნელა ფეთქავს,
მისი ერთი ჩახუტება, მოფერება,
ოცნებად მაქვს და მესიზმრება.
ეს ოცნება ამიხდინე, გთხოვ უფალო,
ჩემზე ბედნიერი არავინ არ იქნება,
მასზე ვფიქრობ მე დღე და ღამე,
სხვაზე მე არაფერზე მეფიქრება.
მისი ფილტვებიდან ამოსული ჰაერი
მეყოფა სხვა მე არ მჭირდება,
მის კოცნაზე ვოცნებობ, ვგიჟდები,
ერთგული ვიქნები და მეყვარება.
ის მართლაც ჩემთვის ჰაერზე მეტია,
სისხლზე მეტია და გულზე მეტია,
სიცოცხლისთვის ძლიერ მჭირდება
ის ხომ ჩემთვის, მართლაც ერთადერთია.
მისთვის ვსუნთქავ და ვარსებობ,
ჩემი გულიც მისთვის ფეთქავს,
ესე ძლიერ, რომ მიყვარს, ვგიჟდები,
მისთვის ჯერ მართლა არ მითქვამს.
როგორ ძლიერ მიყვარს და ვოცნებობ,
მინდა ვუთხრა და ყველაფერი იცოდეს,
ჩემზე თბილ, ტკბილს და ჩემზე კარგს,
ქვეყნად არავის, რომ მართლა არ იცნობდეს.
როგორც ის არის ჩემთვის ძვირფასი
მინდა ვიყო მეც მისთვის ერთადერთი,
მისთვის ვცოცხლობ და მოვკვდები
ჩემთვის არის სიყვარულის ქალღმერთი.
ღმერთო მის გარეშე ძლიერ მიჭირს,
ძლიერ მინდა იყოს ჩემს გვერდით,
ჩემს საოცნებო სანატრელ ტკბილ,
ლამაზ, თბილ ოჯახს რომ შევქმნით.
სიყვარულს ჭირდება გრძნობა გულწრფელი,
სიყვარული ძნელია, არ გეგონოთ ადვილი,
მე ვარ დღემდე ძლიერ მისი ერთგული,
ესეთია გულწრფელი სიყვარული ნამდვილი.
ყველას ესეთ სიყვარულს გისურვებთ,
ღმერთი იყოს სიყვარულის მფარველი,
ცალმხრივ, მტანჯველ სიყვარულს,
ნამდვილად რომ არასდროს არ ველი.
იყოს ერთადერთი და ნამდვილი,
თუნდაც მოვიდეს ძალიან გვიან,
მე დავიბადე და დღემდე ველი,
რასაც გულწრფელი სიყვარული ქვია.
ავტორი: გიორგი მოდებაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 296
თუნდაც მოვიდეს ძალიან გვიან,
მე დავიბადე და დღემდე ველი,
რასაც გულწრფელი სიყვარული ქვია.