Предыдущая публикация
იმასაც მივხვდი, ამ გულს, რა ვუყო,
მთელი არსებით, მსურს დაგივიწყო
და სიყვარული, სულ სხვას, გავუყო,
ახლა ღამეა, კვლავ ვერ ვიძინებ
და ჩემს იღბალთან, ჩუმად, ვსაუბრობ,
შენს გვერდით ყოფნა უკვე არ ძალმიძს,
აღარც ის მინდა, შენს ფიქრს, გავუგო,
შენც კარგად იცი, რომ დაგჭირდები,
მაგრამ, ნუ მკითხავ, შენს დარდს რა უყო,
რადგანაც, გული მე რომ მომანდე,
შენმა სიყალბემ, სულ სხვას წაუღო,
დაუსრულებელ ზღაპარს ვტოვებ და
შენს მოლოდინთან აღარ ვსაუბრობ,
იმ სიყვარულს კი შენ რომ გჩუქნიდი,
მე, უშურველად, სულ სხვას დავუთმობ...
ქეთი ალასანია.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7
გაივლის დრო სადღაც შემხვდები და ვეღარ მიცნობ დიდხანს უნახავს ,გაგეღიმება და ასე იტყვი,"მე ეს გოგონა სადღაც მინახავს"..........
ზოგჯერ ისე მწარე არის დაღამება
შენთან მინდება და არ ხარ
ცოტა უცნაური, უეცარი რომ ხარ
სწორედ ამიტომაც მგავხარ.
მოდი, გულში ერთხელ უნდა ჩაგიკრა რომ
მიხვდე როგორია ჩემთან
მინდა ჯადოსნური კოცნა გაჩუქო და
მშვიდად გეამბორო ყელთან