19. შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც.
20. შენ კი, ამაო კაცო, გნებავს იცოდე, რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია? (პისტოლე იაკობისა. თავი მეორე.)
„რასაც ჩაგვძახებენ, იმასვე ამოვძახებთ და ასე ჩაგვძახებს ქართველ ერს უკვე კარგა ხანია ვიღაც და ჩვენც ვიმეორებთ... საკუთარი აზროვნების უნარი რომ არ გვაქვს, ვერ ვხვდებით... რატომ არის რომ, ისეთ ნიჭიერ ხალხს როგორიც ქართველები ვართ არა გვაქვს უნარი სწორი არჩევანის გაკეთებისა, სწორად შევაფასოთ მოვლენები. მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ ის ცხვრის ფარა ვართ, რომელმაც მწყემსად ქრისტე არ აირჩია. თან შეგნებულად არ აირჩია. ცხვარი არა ვარო ნუ იტყვი... ცხვარი რომ ხარ ქრისტემ სთქვა ეს, და თუ მწყემსად ქრისტეს არ აირჩევ, და მძიმე მგელს აირჩევ მწყემსად და ვირჩევთ და ვირჩევთ და რა მნიშვნელობა აქვს ვის აირჩევ, მაგრამ არ არის ასე! არ არის ასე! მგლისაგან განსხვავებით, ქრისტეს უყვარხარ და შენში პატარა ცხოვარში, პატარა
ცოდვებში ღრმად ჩაძირულნი თავს უფლის უსაზღვრო გულმოწყალებით იმშვიდებენ. მაგრამ არ იფიქროთ, ძმებო, რომ ღვთის კაცთმოყვარება მისი არსების სიწმიდეს გადააჭარბებს, რომ ღვთის გულმოწყალება განაგდებს სამართლიანობას, რომ ღვთის მოთმინება ადამიანთა უსჯულოებასაც მოითმენს. არა, უფალი იმდენად გულმოწყალეა, რამდენადაც სამართლიანი.
ყოველ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ როცა ვცოდავთ, იმას კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ღმერთი დაგვსჯის (იგი არავის სჯის), არამედ უნდა გვაწუხებდეს, რომ შეცოდებით გული ვატკინეთ, ვაწყენინეთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესუს და უნდა გვეშინოდეს, რომ ამით ჩვენ თავად ვკარგავთ მასთან ერთობის საშუალებას, რაც დამღუპველია ჩვენთვის.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
"მაცხოვარი შენ, თავად დამნაშავეს, გადგენს საკუთარ თავის მიმართ მსჯავრის გამომტანად, და თითქოს ასე გეუბნება: რა განაჩენსაც გამოუტან საკუთარ თავს, იმავე განაჩენს გამოგიტან მეც; თუკი მიუტევებ შენს თანამოძმეს, მაშინ ჩემგანაც იმავე სიკეთეს მიიღებ, თუმცა ეს უკანასკნელი, სინამდვილეში, პირველზე გაცილებით მნიშნელოვანია. შენ იმიტომ პატიობ სხვას, რომ თავად საჭიროებ პატიებას, ღმერთი კი არაფერს საღიროებს, შენ კი მაინც გპატიობს, შენ პატიობ თანამონას, ღმერთი კი მონას, შენ ურიცხვ ცოდვაში ხარ დამნაშავე, ღმერთი კი უცოდველია. მეორეს მხრივ, ღმერთი თავის კაცთმოყვარეობას იმით გიჩვენებს, რომ თუმც მას შეეძლო შენი საქმეების გარეშეც მიეტევებინა შენთვის ყველა ცოდვა, მაგრამ მას სურს, ამაშიც სიკეთე აღმოგიჩინოს, ყველაფერ
41. მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული.
42. რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით;
43. უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ.
44. მაშინ ისინიც პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?
45. მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ.
46. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში.
მათ. 25.41,46
„თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის“