როდესაც პირველი შვილი შემეძინა ვფიქრობდი:ღმერთო ამის გარეშე როგორ ვარსებობდი?!
როდესაც მეორე შვილის დედა გავხდი ვფიქრობდი:უფალო საოცარია,ამის გარეშე ნეტა რა აზრი ქონდა ცხოვრაბს?!
რაც უფრო მეტი შვილი გყავს,უფრო ბედნიერი ხარ თურმე მშობელი...
არ გახსოვს ცხოვრებაში მათ დაბადებამდე თუ არსებობდი.
არ გადარდებს,შენი გული,როგორ ცემს,მთავარია მათი ფეთქავდეს სიყვარულით.
არ გადარდებს თუ რამე გტკივა,ოღონდ მათ ფრჩხილიც კი არ წამოტკივდეს.
არ გადარდებს თუ გწყურია,ოღონდ ისინი გყავდეს მაძღარი.
არ გადარდებს,თუ გცივა,ოღონდ ისინი იყვნენ თბილად...
შვილები ჩვენი სიმდიდრე,სიამყე და მომავლის იმედია!!!