Предыдущая публикация
ნეტა უკეთესია ჩემი ახალ ვარიანტი, თუ უარესი?
სულ ვცდილობ უკეთესი გამოვიდე.
ყველა დაცემა მახსოვს.
ეცემი და მთლიანათ იმსხვრევი.
იფანტები უთვალავ ნამსხვრევად _ ყველა მათგანი განსხვავებულია ტკივილივით.
მერე არ იცი როგორ, ან რა ძალით იწყებ შეგროვებას დამსხვრეული შენი თავის და საგულდაგულოდ იწყებ ნარჩენებისგან აწყობას.
შენ შენი უნდა ეცადო ყოველთვის, ეცადო ბოლომდე, რომ უკეთესი იყო თუნდ ერთი მარცვალით, თუნდ ერთი ნამცეცით.
სასწაულებრივად მთელდები და თავიდან იწყები.
თავიდან იწყებ ბედნიერების ძიებას.
ღმერთო, ოღონ მეტჯერ არა....
მეგი კაკაბაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев