2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლევანდოვსკი დაასახელეს
პოპულარულმა საფეხბურთო პორტალმა Goal 2020 წლის 25 საუკეთესო ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველ ადგილს „ბავარიის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი იკავებს, მეორე ადგილზე „სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრეინეა, მესამე პოზიციაზე კი- „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი.
საუკეთესოთა ხუთეულში მოხვდნენ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი და „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ.
Нет комментариев