ჯერ არასდროს არ ყოფილა ლარი ასე
მყარი,
მალე ოც თეთრად იმგზავრებს
პოლიტპატიმარი.
მერე რა, რომ პროდუქტები ასე ძვირად
ფასობს,
ასე ჩუმი, ასე წყნარი ხალხი მე არ
მახსოვს.
არც მერი არ დამინიშნავს მე, ჯერ ასე
წყნარი,
მერე რა, რომ ზუგდიდელი და მეგრელი
არი.
საცობებში გახვეული, მილიონ ხეს
დარგავს,
ბუნჩულა და მორჩილია,
მარგველაშვილს არ ჰგავს.
მთვარე თითქოს კარფურია, შუქთა
მკრთალი მძივით,
დაპირებებსაც გისრულებთ, ოღონდ
სიზმარივით,
ხალხმა მთხოვა აქ დარჩიო ტბის
სევდიან გედად,
მაგათ ტვინში ცალი თვალით ნეტა
ჩამახედა.
აქ ჩემს ახლოს, იპოთეკარს ძინავს
მეფურ ძილით,
ბანკმა სახლი წაართვა და მე მომადგა
დილით.
შარდენი და ბუდაბარიც მოსჩანს
მხიარული,
სააკაშვილს აქ უყვარდა ობლად
სიარული.
ამ ადგილებს ავითვისებ, გეგმები მაქვს
დიდი,
მომაშორეთ ის დოქები და მშვიდობის
ხიდი.
იქ ვახტანგის ძეგლი მოსჩანს, აღარ
მახსოვს გვარი,
ჩანს მეტეხი და მდინარე, თუ არ ვცდები
მტკვარი.
თეა დარჩა მინისტრად და ფოფხაძე კი
გედად,
მერე ალასას თვალებში ვეღარ ჩაიხედა.
ბესელიამ დაამტკიცა მისი კანონები
და გაშალა ფოთის პორტში ლურჯი
იალქნები.
დღისით–მზისით სასიკეთო ხდება
ბევრი რამე,
მერე უკვე აღარ ვიცი, რადგან მძინავს
ღამე.
გავყინე და გავაჩერე მიშას პროექტები,
რომ მეფე ვარ, ოლიგარქი და სიცილით
ვკვდები.
კიდევ ბევრჯერ აჟღერდება მოქალაქის
ქნარი,
ჯერ არასდროს არ ყოფილა ხალხი ასე
წყნარი.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 13