ქრისტიანობა მხოლოდ ის არ არის ყოველ კვირას რომ აღსარების ფურცელზე ჩამოვაწიკწიკებთ: - ,,მოვიტყუე", ,,მარხვა დავარღვიე", ,,ვიჩხუბე", ,,განვიკითხე", ,,ის შევცოდე", ,,ეს ჩავიდინე". რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, თუ ეკლესიიდან გამოსვლისთანავე მაინც განვიკითხავთ სხვებს შემდგომი სიტყვებით: - ,,ის ისეთია", ,,ის იმნაირია". როგორ ფიქრობთ, უფალი ასეთ კვაზიმორწმუნე ქრისტიანს უფრო შეუწირავს წირვა-ლოცვაზე დგომას, თუ ქრისტიანს, რომელიც ეკლესიაში არ დადის, მაგრამ გული ბოროტებით გამსჭვალული არ აქვს? აქვე მოვიყვან რამდენიმე ცხოვრებისეულ ეპიზოდს:
1. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტემ მეძავი შეიწყალა, დღეს მაინც თამამად ვუწოდებთ ადამიანს ბოზს;
2. მიუხედავად იმისა, რომ მოსესათვის უფლის მიერ მიცემული 10 მცნება მოგვიწოდებ
სიყვარული ვარ ! სხვაგან ნუ მეძებ,
მე რომ გიგზავნი, იმ სიზმრად მნახე,
მე ხომ ცრემლი ვარ , უმანკო ცრემლი,
სიზმრის მერე რომ გისველებ სახეს,
მე სიცოცხლე ვარ, წვიმის წვეთი ვარ,
გრძნობების სიო ტუჩზე დაღვრილი,
სიყვარული ვარ, ლტოლვის მდინარე,
ლამაზი ვნება მკერდში ჩაღვრილი,
მე ხომ შენში ვარ სხვაგან რად მეძებ,
გაზაფხულს მოვყე მზის სხივს მალულად,
შენს გულს ჩახედე , იქ აღმომაჩენ,
შემოგპარვივარ ! სულში ფარულად..