შენი უზადო ფიქრი ვიყო...
მინდა შენი ოცნება მერქვას,
შენი სითბო და sigije ვიყო.
იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა
მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო...
ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი,
ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო.
დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება
გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო,
აი ეს არის მწარე სიმართლე...
თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო.
იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა
გულში დაგმალო???ფიქრი სხვას ითხოვს,
ისე დამღალა ოცნების დევნამ
ალბათ აჯობებს,რომ სხვისი იყო...
დრომ მოიტანა ეს გულის ფეთქვა
დროვე წაიღებს,,,იყოს...
ჩემსავე გულში დავიმარხები
ისე , რომ ვერაფერს იგრძნობ
დუდი, დღეს იცი? მომენატრა შენი თვალები,
ბაღის კიდესთან, მოსეირნე ბიჭი პატარა,
გამოვიარე შენი გზების, დღეს ნაკვალევი,
გზები, რომლითაც ბედისწერამ, გულით გატარა.
შენ დედამიწის ანგელოზო, შვილო სამოთხის ,
იცი რამდენი დაგვიტოვე, დარდები მოთქმის,
შენთვის დაფრქვეულ, ცრემლთა გროვას, ზეცაც, ვერ მოთვლის,
წმინდა სანთლები, დაგვინთია, დროდადრო ლოცვის.
არ ვიცი როგორ გინუგეშო პატარავ დედა,
რატომ ასეთი განსაცდელი, ერგუნა ბედად,
რისთვის ან რატომ, ჩამობნელდა ნათელი მზე და,
რისთვის ან რატომ, წაგიყვანა უფალმა ნეტა.
წამით მომინდა, მოფერება შენი თითების,
ვიგრძენი რაღაც უცნაური, სევდა და შფოთვა,
ნეტა შემეძლოს გაღვიძება, უკვე მითების,
ნეტა არ იყოს ყოველივე ამაო, ბოდვა.
გამოვიარე შენი გზების, დღეს ნაკვალევი,
გზები, რომლითაც ბედისწერამ, გულით გატარა,
,,დუდი,, დღეს იცი? მომენატრა შენი თვალები,
ბაღის კიდესთან, მოსეირნე ბიჭი პატარა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев