კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კომენტარი გააკეთა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მისმა გუნდმა ფლეი-ოფში თამაში გაინაღდა.
"ჩვენი თამაშის სტილი მეორე ნახევარში, პირველი ტაიმის ბოლოს გაშვებულმა ბურთმა განაპირობა. პარადოქსულია, რომ ხშირ შემთხვევაში პირველ ტაიმში უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე მეორეში", - აცხადებს ხერარდო მარტინო.
შეგახსენებთ, "ბარსა" გუშინდელ პირველ ნახევარს მშრალი ანგარიშით მოიგებდა, რომ არა ტაიმის მიწურულს ხერარდ პიკეს მიერ გატანილი ავტოგოლი. რაც შეეხება ლიონელ მესის, მან სამ მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და "მილანის" წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა.
"გუშინ მესი ფენომენალური იყო. მასთან ყოველთვის სიფრთხილეა საჭირო, მაშინაც კი, როდესაც საქმე ცუდად მისდის. ლეოს თამაშის დინამიკის შეცვლა და მისი შემოტრიალება შეუძლია".
"ჩვენ პროგრესს მომავალშიც გავაგრძელებთ და მაღალ დონეზე თამაშს იხილავთ", - დაასრულა "ბლაუგრანას" თავკაცმა.
#მარტინო#ლიონელმესი
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев