Dailymail: კვლევით დადასტურდა, რომ ელექტრონული სიგარეტის მუნდშტუკზე 3000-ჯერ მეტი მიკრობია, ვიდრე საზოგადოებრივ ტუალეტში
ბრიტანელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ვეიპის მუნდშტუკის თბილი, ნოტიო გარემო ბაქტერიებისა და სოკოების გამრავლების იდეალური გარემოა. ყოველი მოწევა და ყოველი შეხება ჭუჭყის ახალ რაოდენობას ამატებს.
როგორც Dailymail-ი წერს, ექსპერტებმა ელექტრონული სიგარეტის მუნდშტუკზე 3000-ჯერ მეტი მიკრობი აღმოაჩინეს, ვიდრე ჩვეულებრივ საზოგადოებრივ ტუალეტზე. გარდა ამისა, ვეიპებზე შეიძლება წარმოიქმნას ბიოფილმები - მიკრობული თემების მკვრივი, ლორწოვანი სტრუქტურები, რომელთა მოშორებაც რთულია.
ექსპერტების განმარტებით, ტელეფონების მსგავსად, ვეიპებიც მუდმივად დევს მაგიდებზე, ჯიბეებსა და სხვა ზედაპირებზე. შედეგად: ბაქტერიები, ზეთი და ჭუჭყი მუდმივად ხვდება მისი მომხმარებლების ორგანიზმში.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 1