თუ კობახიძე არ შეგვხვდება მერე ჩვენ ვიცით - მთავრობის კანცელარიასთან აქციის სადავეები ნიკა გვარამიამ აიღო ხელში
მთავრობის კანცელარიასთან აქციის სადავეები ნიკა გვარამიამ აიღო ხელში. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდეს აქციის მონაწილეებს.
„თუ არ შეგხვდება [ირაკლი კობახიძე] მერე ჩვენ ვიცით“, - განაცხადა კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე ნიკა გვარამიამ. „კობახიძესთან შესათანხმებელი არაფერი გვაქვს. მან დღეს გამოგვიცხადა, რომ საქართველო დაიხურა“, - აღნიშნა გვარამიამ.
აქციაზე ასევე იმყოფებიან ნიკა მელია, ალეკო ელისაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე და სხვა ოპოზიციოონერი ლიდერები.
აქციაზე ამ წუთებში შეხლა-შემოხლაა
Комментарии 6