----------------------------------------------------------------------------------------------------
როგორც უკვე იცით, მარტში დილან ო'ბრაიენი სერიოზულად დაშავდა "ლაბირინთში მორბენალის" მე-3 ნაწილის გადაღებებისას. ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს, დილანს მოძრავი სატვირთო დაეჯახა, რის შედეგადაც მსახიობმა სერიოზული ტრავმები მიიღო. თითქმის ერთი თვის განმავლობაში იგი საავადმყოფოში იწვა, ახლა კი მკურნალობას სახლში გადის. ამ ფაქტის გამო "ლაბირინთში მორბენალის" გადაღებები გაურკვეველი დროით შეწყდა, მისმა პრემიერის თარიღმა კი 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის იანვრამდე გადაიწია.
[center]ფოტო: Teen Wolf- მესამე სეზონი
რა ბედი ელის სტაილს სტილინსკის სერიალში? როგორც ცნობილია, მსახიობმა მეექვსე სეზონის დაწყებით სერიებში მოასწრო მონაწილეობის მიღება. დადის ხმები, რომ ამ დაწყებითი სერიების შემდეგ, ის მე-6 სეზონის პირველ ნაწილში არ გამოჩნდება, რადგან მსახიობი ფიზიკურად ვერ იღებს გადაღებებში მონაწილეობას. Teen Wolf-ის გადამღები ჯგუფი კი აქტიურად აგრძელებს მუშაობას და სადაცაა მე-6 სეზონის პირველი ნაწილის გადაღებებს დაამთავრებენ. როგორც ჯეფ დევისმა განაცხადა, დილანი აუცილებლად იქნება მე-6 სეზონში. ისინი მის გამოჯანმრთელებას ელიან, რომ სტაილსის დარჩენილი სცენების გადაღებები დაიწყონ. თუმცა სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით უცნობია დილანის მკურნალობა რამდენ ხანს გაგრძელდება. მან ხომ ასე თუ ისე არაერთი სახის მოტეხილობა მიიღო.
როგორია დილან ო'ბრაიენის მდგომარეობა და დატოვებს თუ არა ის Teen Wolf-ს?
აქვე გეტყვით, რომ Teen Wolf-ის პრემიერის თარიღი სწორედ ამის გამო არ არის ცნობილი. დილანს ტრავმა რომ არ მიეღო, მაშინ ახლა უკვე სულ რაღაც რამდენიმე დღე უნდა ყოფილიყო დარჩენილი მეექვსე სეზონის პრემიერამდე. რომელ თვეში და რომელ რიცხვში მოხდება სეზონის პრემიერა ჯერ ისევ უცნობია. როგორც კი რაიმე გახდება ცნობილი, აუცილებლად შეგატყობინებთ.
-----------------------------------------------------------------------------------------------------
ავტორი:GHS წყარო: MundoStudios.ge


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2