ეძღვნება ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცებს
საქართველოში დაბადებულან,
დაბადებულან გმირად აღზრდილან,
აქ დარწეულა მათი აკვანი ,
აქ უმღეროდა დედა ნანინას,
აქ ასწავლიდა სიყვარულს შენსას,
აქ გაუზრდიხართ თქვენ გმირად დედას,
აქ ითქვა თქვენი პირველი სიტყვა
აქ სიხარულით ცრემლებს იწმენდა
თქვენი აღმზრდელი მშობელი დედა.
დღეს მოუყვანეს თქვენი გვამები
საქართველოს და თქვენს მშობელ დედას
შვიდი ვაჟკაცი გმირი გყავთ დედა
ცრემლი არ მოგდით რა ხდება ნეტა?!
თქვენ ხართ ამაყი მშობელი დედა
თქვენი ნანინა ტკბილია დღესაც,
მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ ამაყი
რომ გმირი შვილი გაზარდეთ დედა.
სამებას რეკავს ზარები ერთხმად
შვიდი გმირი წევს
რა ხდება ნეტა??
შვიდი გმირი და შვიდი ვაჟკაცი
თქვენი აღზრდილნი აქ წვენან დედა,
კვლავ შავი ჩადრი გ
გმირნო,დედის ცრემლებს თქვენი საფლავების
მიწა დაულბია.
მერე ნაცრემლარზე,იებს დარდისაგან
თავი დაუხრია,
გული დაუმძიმდა დედა საქართველოს
თქვენი სხეულებით,
მამულს ერთგულებით მსხვერპლად შეწირულნო
ნანას გეუბნებით.
ნანა, იავნანა დედის გულისპირზე თბილად ნატარებო,
გმირნო,ბუმბერაზნო,თუმცა დედებისთვის მუდამ პატარებო.
გლოვობს ივერია,უკვე მერამდენედ
ცრემლად დაღვრილია,
ომში ვინც წავიდა,მკერდი ვინც აფარა,
ის უკვე გმირია.
ალბათ იავნანამ მოგცათ ვაჟკაცობის
ძალა საოცარი,
გმირო ჭაბუკებო,თქვენს სულს შეეწევა
ყველა სალოცავი.
ნანა იავნანა,დედის გულისპირზე თბილად ნატარებო,
სულით ბუმბერაზნო,თუმცა სამშობლოსთვის მაინც პატარებო
გამყიდეს, გამცვალეს, მაგრამ ვერ დამცალეს. ფეხზე დამიკიდეს, მაგრამ ვერ მიყიდეს, წამართვეს, გამწირეს, _ ეს მე არ მამცირებს, შემარქვეს, მომიგონეს, _მაინც ვერ დამიმონეს, დაჭრილი დამტოვეს, ვეჩვევი სიმარტოვეს გადამაგდეს, მომპარეს, _ გმადლობთ მტერს და მოყვრეს.