სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად გადამბირებელი ტერორისტების პროფესიონალიზმისა, მათი ამოცნობა არ არის რთული. ექსპერტები მათ აქტიურობაში ორ ძირითად გზას გამოყოფენ-პირადი(მეჩეთების და სალოცავი სახლების მონახულება) და ინტერნეტით (სხვადასხვა სოციალური ქსელებით).
სპეციალისტები ამბობენ, რომ შედარებით უფრო საშიში უცხოური ქსელებია, სადაც არ ხდება პროპაგანდისტების დაბლოკვა და ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. პროპაგანდისტები კარგად შეისწავლიან სხვადასხვა ჯგუფებს. პირველ რიგში კი ისლამის შემსწავლელ და მხარდამჭერ ჯგუფებს, მერე მის წევრებს უგზავნიან პირად წერილებს, სთავაზობენ ნახონ ესა თუ ის ვიდეო-რგოლი, გადარიცხონ თანხა „ისლამის იდეის წმინდა ომისთვის“, ეწვიონ მქადაგებლის ლექციას ან პრეზენტაციას და ასე ნელ-ნელა ითრევენ დანაშაულებრივ ქსელში. ერთ-ერთი მთავარი მომენტი ახალბედას “ვერბოვკისთვის” არის მანიპულაცია. ადამიანებს აცნობენ ყურანის არა მთლიან და ყოვლისმომცველ შინაარსს, არამედ ცალკეულ ადგილებს და ამის საფუძველზე არწმუნებენ ახალგაზრდებს, რომ მხოლოდ ძალადობით, მკვლელობით და ძარცვით არის შესაძლებელი საკუთარი პიროვნების რეალიზაცია და ასევე, ადგილის დამკვიდრება მუსლიმურ სამოთხეში. ერთ-ერთი ხრიკია შახიდისთვის იმის ჩაგონება, რომ თვითმკვლელობის შემთხვევაში სამოთხე არა მხოლოდ მას ელის, არამედ მის 20 ნათესავსაც, რასაც ტრადიციული ყურანი რა თქმა უნდა, არ ქადაგებს.
–„ტერორისტი პროპაგანდისტები იყენებენ იმავე მეთოდს, რასაც ტოტალიტარული სექტები, ისინი იწყებენ მუშაობას ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ პრობლემები, არიან გაბრაზებული მთავრობასა და საზოგადოებაზე, აქვთ არასრულფასოვნების შეგრძნება, უკმაყოფილო არიან რელიგიით“-განაცხადა LifeNews-თან საუბარში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში უსაფრთხოების სპეციალისტმა ალექსანდრე ბელიაევმა. დამკვირვებლების შეფასებით გადაბირებას ყველაზე ადვილად ექვემდებარებიან 18-25 წლის ასაკის ახალგაზრდები, მაქსიმალისტი სტუდენტები, რომელთაც ცხოვრებისეული გამოცდილება არ გააჩნიათ, უფროსი ასაკის ადამიანები კი პირადი ცხოვრების მოწყობის მიზნით ხვდებიან გადამბირებლების მახეში. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც არ აქვთ სამუშაო და განიცდიან ეკონომიკურ კრიზისს.
კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები კი ტერორისტების რიგებში იმის გამო შედიან, რომ თავიდან აიცილონ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ახლა იმყოფებიან.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გადამბირებელი ტერორისტების გამოცნობა არც ისე ძნელია, რადგან ისინი გამუდმებით და დაჟინებით აქტიურობენ. მათ საუბრებში ისლამის განმარტებაზე ყოველთვის მახვილდება ყურადღება კონფლიქტებზე და უსამართლობასთან ბრძოლაზე. საბოლოო ჯამში მათგან მოდის წინადადება ჩავიდნენ სირიაში და ერაყში, რომელსაც ახლა „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს, მონაწილეობა მიიღონ „წმინდა ომში“ და შეუერთდნენ ჯიჰადს.
სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ტერორისტები გადამბირებლის ფუნქციას ანიჭებენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერ პიროვნებასთან იპოვონ საერთო ენა, ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს, ადამიანს, რომელსაც დიდი ძალაუფლება აქვს თავის სფეროში, ცნობილ ადამიანებს, მათ შორის მსახიობებსაც. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებზე, ასევე სამხედროებზე.
ადრე LifeNews გამოაქვეყნა ყველაზე საშიში გადამბირებლების სია, რომელშიც 41 ადამიანია, მათგან ყველაზე უმცროსი 20 წლისაა, უფროსი კი 47წლის.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев