(11)
23-05-2013, 17:57. ავტორი: lullaby ***
ღამე თითქმის არ მძინებია მიუხედავად იმისა, რომ ღამე სიწყნარე იყო. ხეზე ღამის გათევა საშინლად მიჭირდა, რასაც ვერ ვიტყვი გვანცასა და თეოზე. ისე ტკბილად იძინებდნენ, თითქოს მთელი ცხოვრება ხეზე ჰქონოდათ გატარებული. ყველაზე მეტად კი გვანცასგან მიკვირდა.
გეგა და თედო დაბლა მორიგეობდნენ და საუბრობდნენ. გეგა ამბობდა, დილით წყალს ჩავუყვეთ, ვნახოთ სადამდე მიდის, იქნებ გზაზე ან სოფელში გაგვიყვანოსო. თედომ ივარაუდა, თუ აქვე სოფელია, შეიძლება ეკლესიასაც შევხვდეთო. ბიჭები იმედს არ კარგავდნენ და მეც მშვიდად ვიყავი. მეძინებოდა, მაგრამ სისუსტით გამოწვეული შინაგანი ტკივილი თვალის დახუჭვის საშუალებას არ მაძლევდა. ვფიქრობდი წყაროსთან ნანახი სოკოები დაგვეკრიფა და ცეცხლზე შეგვეწვა, მაგრამ აქ ორი პრობლემა იყო: საჭირო იყო შხამიანი და საჭმელი სოკოს ერთმანეთისგან გარჩევა, რაც არ ვოცოდი ჩვენს შორის რომელიმეს ეხერხებოდა თუ არა და სახიფათო იყო ცეცხლის დანთება, რადგან თუ “უროს” ხალხი ისევ გვეძებდა, კვამლი ჩვენს ადგილსამყოფელს აუფილებლად გაამჟღავნებდა.
***
- დარწმუნებული ხარ? - ეჭვის თვალით გახედა გვანცამ თეონას, რომელიც სოკოებთან ჩაცუცქულიყო და დაკვირვებით ათვალიერებდა.
- ბარბი, მე შხამიან სოკოებს ვიცნობ, შხამიან სოკოებში კი ასეთი არასოდეს მინახავს. - თქვა თეონამ.
- ბანდიტების ხელით სიკვდილს გადავრჩი, მგლების ეშვებსაც დავაღწიე თავი და ახლა სოკოთი ნუ მომკლავ.
- არავინ გაძალებს, თუ არ გინდა, ნუ შეჭამ. ვინც მენდობა, ის იქეიფებს და დანაყრდება.
- სოკოთი ქეიფისა რა გითხრათ, მაგრამ თუ თავის დროზე დავაღწევთ ტყეს, ჩემს დაბადების დღეზე აუცილებლად გავერთობით. - გვითხრა გეგამ.
- მართლა? როდის გაქვს? - ჰკითხა თეონამ.
- მალე. 10 აგვისტოს.
- მშვენიერია. მანამდე კი სოკოს სადილით დავკმაყოფიოლდეთ. - ვთქვი მე და გეგას თვალი ჩავუკარი.
სოკო დავკრიფეთ, მაგრამ როგორ უნდა შეგვეწვა არ ვიცოდით. მთავარი იყო ისეთი ადგილის მოძებვნა, სადაც ცეცხლს უსაფრთხოდ დავანთებდით.
პატარა ნაკადულს ჩავუყევით, რომელიც კლდის ძირას მიედინებოდა. გზადაგზა მაყვლით ვნაყრდებოდით, თუ ამას დანაყრება ერქვა. ირგვლივ ისეთი სილამაზე იყო, ადრე რომ არსად მენახა. ნაკადულის წკრიალა ხმა და ჩიტების ჭიკჭიკი იავნანად ჩამესმოდა და ჩემს გამოუძინებელ სხეულზე ნარკოტიკივით მოქმედებდა. კლდე თანდათან დაბლდებოდა და დაახლოებით ნახევარ კილომეტრში სულ დამთავრდა. კლდეს შემოვუარეთ და მისი მეორე მხარე შევათვალიერეთ.
გავგვიმართლა!
კლდეს ერთ ადგილას ძირი გამოსცლოდა და ერთგვარ გამოქვაბულს ჰგავდა. მართალია შიგნით შესვლა ცოტა სახიფათო იყო, რადგან შეიძლებოდა ჩამოშლილიყო, მაგრამ ყველას რისკზე გვიწევდა წასვლა და უარი არავის გვითქვამს.
წინა დღის გაკეთებული ჩირაღდნები გეგას არ გადაუყრია და ახლა თან ჰქონდა. მათი ნახევრად გამომწვარი ნაწილით გამოქვაბუნში ცეცხლს შედარებით მარტივად დავანთებდით, კვამლი იქვე გაიშლებოდა, გაიფანტებოდა და შესამჩნევი აღარ იქნებოდა. იმედი გვქონდა, რომ ის პატარა მგლის ხროვა აღარ გაგვახარებდა სტუმრობით და საერთოდ, იმედი მქონდა, რომ დღეს მაინც გავაღწევდით ამ საშინელი ტყიდან.
გამოქვაბული სახიფათოს გარდა, ჩვენი მდგომარეობის შესაფერისად ძალიან კომფორტული იყო. თედომ სოკო კალთიდან ბრტყელ ქვაზე გადმოყარა, რომელიც იქვე ეგდო და ფიჩხებს შესაგროვებლად დააპირა წასვლა, მაგრამ მობრუნდა და თეონას ჰკითხა:
- წამომყვები?
თეონა, რომელიც სოკოებს ხელით ასუფთავებდა შეჩერდა და ჩემს ძმას შუბლშეკრულმა ახედა. სახეზე ეტყობოდა, რომ გადაწყვეტილების მიღება უჭირდა თედო კი მოთმინებით ელოდა მის პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ არაფერი შეიმჩნია, თეონამ კარგად იცოდა, ჩემს ძმას არ უხუმრია, როდესაც უთხრა მიყვარხარო. ისიც იცოდა, რომ ახლა მასთან მარტო დარჩენას სერიოზული საუბარი მოჰყვებოდა. ერთხან ხელებში ნერვიულად ატრიალა პატარა სოკო. ვხედავდი, როგორ ებრძოდა სიამაყეს. დარწმუნებული ვიყავი უარს ეტყოდა წაყოლაზე, მაგრამ შევცდი, ჩემდა საბედნიეროდ და გასაკვირად შევცდი. თეონა წამოდგა და უსიტყვოდ წავიდა ჩემი ძმისკენ. თედოს გაეღიმა და წინ წასულს უკან მიჰყვა.
- დაინახე? - გაფართოვებული თვალებით გამომხედა გვანცამ და თითი მათკენ გაიშვირა.
- გუშინდელს შემდეგ თეოს ვერ ვცნობ. - ჩავილაპარაკე მე.
- სხვას არაფერს იტყვი? - გაიოცა გოგომ.
- კი ვიტყვი - რაღაც ამდაგვარს ველოდი, მაგრამ არა აქ და ასეთ სიტუაციაში. - ვთქვი მე.
- ნუ გიკვირს მეგი. - მხრები აიჩეჩა გეგამ და მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა.
ჩამეცინა და წვრილ ტოტებზე სოკოს აგებას შევუდექი. რას არ დავთმობდი, რომ მისი ტუჩების სიმხურვალე კიდევ ერთხელ შემეგრძნო.
ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?! (11)
***
კოცონი იმაზე ადვილად დავანთეთ, ვიდრე მოველოდი. გამომწვარ ხის ტოტებს ცეცხლი იოლად წაეკიდათ.
სოკოს “მწვადი” ყველაზე გემრიელი მეჩვენა იმ საჭმელებს შორის, რაც კი აქამდე გამისინჯავს. თხილისგან და მაყვლისგან განსხვავებით, სოკო შედარებით ნოყიერი აღმოჩნდა და რამდენიმე მათგანის ჭამის შემდეგ გულიც კი ამიმსუყდა. მაშინვე მაყვალი მივაყოლე, რომელიც გვანცას დაეკრიფა და დესერტად წამოეღო.
ნამდვილად არ ვიცოდი, რაზე ისაუბრეს და რაზე შეთანხმდნენ თედო და თეონა, როდესაც ფიჩხების მოსატანად წავიდნენ, მაგრამ აშკარად შერიგებულებს ჰგავდნენ. ასეთი შემთხვევის დასიზმრებაზეც კი ვერ ვიოცნებებდი, დღესდღეობით კი რეალურად ვხედავდი მოთვინიერებულ, თითქმის დამეგობრებულ ზომბსა და გორილას.
თედო უკანასკნელ სოკოებს ატრიალებდა ცეცხლზე, გეგა კი ამბობდა, კლდეს ისევ ზემოთ ავუყვეთ, იქნებ მაღლობიდან დასახლებას მოვკრათ თავლიო, რომ ყველას უცნაური ხმა მოგვესმა. აქა-იქ ბევრგან რაღაც ერთდროულად ახმაურდა. საუბარი შევწყვიტეთ და ყური დავუგდეთ. ხმაური გახშირდა. გვანცა წამოდგა და გამოქვებულიდან გაიხედა, თუმცა უკვე მივხვდით, რაც ხდებოდა.
- არ მჯერა, წვიმს! - მობრუნდა ის შეშლილი სახით და ძირს მჯდომებს თვალი მოგვავლო.
- გვანცა, დამშვიდდი. ახლა ამინდზე გაბრაზებას აზრი არ აქვს. - თქვა გეგამ. - შეხედე, მზე ანათებს, ალბათ მალე გადაიღებს და გზას განვაგრძობთ. მთავარია, რომ არ დავსველდებთ.
***
ხო, არ დავსველდით, სამაგიეროდ გადაუღებლად წვიკმდა. გამოქვაბულში შეყუჟულნი თვალს ვადევნებდით ბუნების ამ ლამაზ მოვლენას. წვიმისგან დასველებულმა ფოთლებმა და ხის ტოტებმა ტყეს ფერი უცვალეს და თვალისმომჭრელად გაამუქეს. ირგვლივ მცენარეების და წვიმის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა.
სამი დღის წინ გეგას ნანატრმა წვიმამ დაგვიანებით მოგვაკითხა და შეგვაყოვნა.
მოსაღამოვდა და აცივდა კიდეც. კიდევ კარგი, რომ ლაპარაკში გართულ თედოს და თეონას საჭიროზე მეტი ფიჩხი წამოეღოთ და ცეცხლს ჩაქრობის საშუალებას არ ვაძლევდით. გამოქვაბულში სასიამოვნო სითბო ტრიალებდა და წვიმის სუსხს ვერ ვგრძნობდით. მაგრამ ფიჩხი მთელ ღამეს არ გვეყოფოდა და მაინც მოგვიწევდა სიცივეში ღამის გათევა.
ცეცხლს მივშტერებოდი და ამ ორი კვირის მანძილზე განვლილ წუთებს ქრონოლოგიურად ვალაგებდი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა დაღლილნი, დასუსტებულნი, ხიფათგამოვლილნი, სიკვდილს გადარჩენილნი, ჯერ კიდევ ცოცხალი ხუთი ადამიანი შუაგულ ტყეში კლდის ქვეშ ცეცხლის გარშემო ვისხედით და გათენებას ველოდით გზის გასაგრძელებლად, ვერ ვიჯერებდი, რომ ყველაფერი ეს რეალურად ხდებოდა. ნეტავ ისევ გვეძებდა სალიას ხალხი, თუ დაგვანებებდა თავს? ნეტავ თუ აკეთებდა პოლიცია რამეს ჩვენს მოსაძებნად და დასახმარებლად? თუ ჩათვალეს რომ მძარცველები დაგვხოცავდნენ და ჩვენი ძებნა შეწყვიტეს? თუ ასეა, ნეტავ გაიგო ეს ყველაფერი დედამ? არა, იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რას გრძნობს ახლა ის.
თავი გავიქნიე ნეგატუიური ფიქრების გასაფანტად და ირგვლივ მიმოვიხედე. ყველას ეძინა ჩემს გარდა. ცეცხლი კი ისევ ენთო. ჩემს გვერდით კიდევ ეყარა ცოტაოდენი ფიჩხი.
მოვეშვი, კედელს მივეყრდენი და გეგას გავხედე. ცეცხლისგან მოშორებით იჯდა, ისევ შიშის გამო. ერთი ფეხი მოეკეცა, ხელები მუცელზე ეწყო, თავი კლდეზე მიედო და ეძინა. მშვიდად სუნთქავდა. მისი კანი ცეცხლის შუქზე ხორბლისფრად მოჩანდა. არ ვიცოდი, რა იქნებოდა მას შემდეგ, რაც ტყიდან გავაღწევდით (თუ რა თქმა უნდა გავაღწევდით ოდესმე), მაგრამ ახლა მისი ცქედა უდიდეს სიხარულს და ბედნიერებას მანიჭებდა.
გამეცინა. ნუთუ ამ ყველაფრისთვის ბოშას მადლიერი უნდა ვყოფილიყავი? ნუთუ მადლობა უნდა მეთქვა იმისთვის, რომ შემაყოვნა და უაზრო ლაპარაკით დრო გამაყვანინა? რომ არა ის, ავიდოდი ავტობუსში, შევხვდებოდი თეონას და თავის დროზე გამოვიტანდით ფულს ბანკიდან. არ დამეჯახებოდა მანქანით გეგა, არ წამიყვანდა საავადმყოფოში, ვერ გავიგებდი, რომ ყავა არასოდეს გაუსინჯავს, არ მოვხვდებოდი ბანკის დაყაჩაღების ეპიცენტრში, არ აღმოვჩნდებოდი მძევლების რიგში, ვერ ვნახავდი თეოს და თედოს შერიგებას და არც ის ვნებიანი კოცნა იქნებოდა, რომელზე ფიქრებიც გამუდმებით თავს დამტრიალებდნენ.
დიდხანს ფიქრის შემდეგ ჩემს თავს გამოვუტყდი, რომ ბოშას მადლიერი ვიყავი.
***
- ეი, გაიღვიძეთ! - ჩამესმა შორიდან გვანცას ხმა და თვალები ნელ-ნელა გავახილე. - რადგან სოკომ არ მოგვწამლა და ცოცხლები ვართ, გზა განვაგრძოთ, თორემ, კიდევ ერთ ღამის გათევას ტყეში შევეწირები.
დღე მშვენიერ ტალრაზე დაიწყო.
გამოვფხიზლდით. ნაკადულზე წყალი დავლიეთ და გზას დავადექით. კლდეს ისევ ძემოთ მივუყვებოდით. სიარული ადრინდელზე მეტად გვიჭირდა, რადგან ტყის ზედაპირი სველი იყო. ფეხები ტალახით მოგვესვარა და დაგვიმძიმდა. აღმართზე სიარული, მით უმეტეს ტალახიანზე რთული იყო და მალ-მალე ვისვენებდით, რადგან ძალიან ვიღლებოდით. ყველანაირად ვცდილობდით ენერგიის მოკრებას და თითოეული შესვენების დროს ერთმანეთს ვამხნევებდით.
დაახლოებით სამი საათი ვიარეთ. აღმართი თანდათან მთავრდებოდა და გზა სწორდებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მთის წვერს ვუახლოვდებოდით. იმედი გვქონდა, რომ იქიდან მოსახლეობას დავინახავდით., მაგრამ ჯერჯერობით იმედი იმედად რჩებოდა.
როდესაც გზა საბოლოოდ გასწორდა იმაზე დავიწყეთ ფიქრი, საით წავსულიყავით. აშკარა იყო, რომ მთის წვერზე ვიყავით, მაგრამ ახლა ნაპირზე უნდა გავსულიყავით, რომ გადაგვეხედა. დაახლოებით ერთი საათი მის ძებნას მოვანდომეთ,მაგრამ არაფერი გამოვიდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ წარუმატებლობა ნებისყოფაზე საშინლად მოქმედებდა და ფიზიკურთან ერთად სულიერადაც ვიღლებოდით. არც ერთი ხმას არ ვიღებდით. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მალე ყველას ნერვები გვიმტყუნებდა.
ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?! (11)
- დავიღალე. ცოტა ხნით გავჩერდეთ. - თქვა გვანცამ და მიწიდან ამოხეთქილ ხის ფესვზე ჩამოჯდა
- ხომ არ გინდა სულაც აქ დავრჩეთ? - ცინიკურად იკითხა თედომ.
- შენზე მეტად მინდა აქედან გაღწევა, მაგრამ ძალაგამოცლილი თუ მოვკვდები, სულაც აღარ მჭირდება ჩემი კოსმეტიკის ჩანთა, რომელიც ასე მენატრება.
- თედო, გაჩერდი! - შევუბღვირე მე ჩემს ძმას. - და თავი ხელში აიყვანე.
- ეს მან აიყვანოს თავი ხელში. ხუთ წუთში ერთხელ თუ შევისვენეთ, ერთ თვეში ვერ გავალთ აქედან.
- კარგი, მაშინ ხელში ამიყვანე და მატარე, გაწყობს? თუ გირჩევნია, რომ აქ დავრჩე? იქნებ ზედმეტი ტვირთიც ვარ? - ხმას აუწია გვანცამ.
- გვანცა, დაფიქრდი რას ლაპარაკობ! - ახლა მას შევხედე წყობიდანგამოსულმა.
- გეყოფათ, რა ხდება?! - ჩაერია ჩვენს კამათში გეგა. - ყველა დავიღალეთ, მაგრამ უნებისყოფობას ნებას ნუ მისცემთ ურთიერთობა გაგიფუჭოთ. დაფიქრდით, ეს ყველას პრობლემაა და ყველამ ერთად უნდა გადავჭრათ დღეს იქნება თუ ხვალ, ადრე თუ მოგვიანებით.
სიჩუმე ჩამოვარდა. გეგა მართალი იყო, როგორც ყოველთვის. თედო და გვანცაც მის ნათქვამს ჩაუფიქრდნენ და დანაშაულის გრძნობის გამო ხმას აღარ იღებდნენ. ამ სიჩუმეში კი აქამდე თავისთვის, ჩვენგან ზურგით მდგარი თეონას ხმა გაისმა:
- ჩიფსები და კოკა-კოლა ვიპოვე!
- სადმე კრუასანი და ყავაც ხომ არ არის? - ჩაიფხუკუნა გვანცამ და თავი გაიქნია.
- არა, მაგრამ პომიდვრის და კიტრის ნარჩენები კი. ასევე არყის ბოთლები, სალფეტკები, თონის პური და სხვა სანოვაგე.
- რას ამბობ! - მასთან მივიდა თედო, ბუჩქები გდასწია და ყველამ დავინახეთ ნაგავი. ნარჩენები პარკში ჩაეყარათ, ზოგი მათგანი კი ძირს გაფანტულიყო.
სახეზე ყველას ერთიდაიგივე გამომეტყველება გვქონდა. ეს იყო იმედი, შანსი აქედან გაღწევის.
- ეს ძალიან კარგია. - თქვა გეგამ. - როგორც ჩანს ვიღაცეებს ლაშქრობა ჰქონდათ, აქედან გამომდიანრე სოფელს ვუახლოვდებით, მთავარია სწორი მიმართულებით წავიდეთ.
- იქნებ როგორმე ნაკვალევი აღმოვაჩინოთ? - იკითხა ჩემმა ძმამ.
- ეგ ძალიან დაგვეხმარებოდა, მაგრამ გუშინ იწვიმა და ვერაფერს გავხდებით, თუმცა მაინც ფრთხილად ვიაროთ.
ნაკვალევის პოვნა ძალიან რთული იყო, რადგან ტყის ზედაპირი ფოთლებს დაეფარა. საბედნიეროდ სწორედ მივდიოდით, რადგან აქა-იქ გათელილი სოკოები, სიგარეტის ნამწვავები და ცარიელი ბოთლები გვხვდებოდა. თითოეულის აღმოჩენა ისე გვახარებდა, პატარა ბავშვებივით ვხტუნავდით და უფრო მონდომებით ვადევნებდით თვალს ნიადაგს.
ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?! (11)
რამდენიმე წუთის სიარულის შემდეგ შევყოვნდით, რადგან კვალი აღარსად იყო. ბევრი ვიმსჯელეთ საით წავსულიყავით და ბოლოს გადაწყვეტილება მივიღეთ, გზესთვის მიმართულება არ შეგვეცვალა. პირდაპირ სიარული განვაგრძეთ და არც შევმცდარვართ. დაახლოებით ორმოცდაათ მეტრში ეკლესიის ნანგრევებს გადავაწყდით.
თედოს ვარაუდი გამართლდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ აქვე ახლოს მოსახლეობაც უნდა ყოფილიყო. ნანგრევებთან ახლოს მივედით და დავათვალიერეთ. უამრავ სოკოს და ფერად ყვავილს ამჯერად უკვე ხმელი ფოთლების ნაცვლად, მწვანე ბალახიდან ამოეყოთ თავები და გარემოს ულამაზესს ხდიდნენ.
იმის მოლოდინში, რომ მალე ჩვენს ტყეში სიარულს, ჩვენს სისუსტეს და დაღლილობას ბოლო მოეღებოდა, გული სასიამოვნოდ ამიჩქარდა. როგორც ჩანდა თავის დროზე ეკლესიის გარშემო ტყე გაეკაფათ და ახლა ნანგრევების ირგვლივ ხეები რკალად იყო შემოვლებული. მხოლოდ ერთ მახრეს იყო სიცარიელე, ეს ალბათ ეკლესიამდე მოსასვლელი გზა იყო. ერთხან ყველა ამ სიცარიელეს შევცქეროდით, შემდეგ კი ნელი ნაბიჯებით წავედით მისკენ. რამდენიმე მეტრში კი ხეები საერთოდ გაქრა და ჩვენს წინ დიდი,მწვანე ველი გადაიშალა. იმ ადგილიდან, სადაც ჩვენ ვიდექით, ნათლად ჩანდა ძალიან პატარა, დაახლოებით თხუთმეტი კომლისგან შემდგარი სოფელი.
ერთმანეთს გადავხედეთ სიხარულით სავსე თვალებით. გვანცა ადგილზე ცქმუტავდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და იყვირა:
- რაღას ელოდებით, წავიდეთ, ჩქარა! - და არც კი დაგვლოდებია, ადგილს მოსწყდა და ველზე სირბილით დაეშვა. თეონა და თედოც მას მიჰყვნენ. ისე მიჰქროდნენ, თითქოს მათ ფეხ-ქვეშ მიწა კი არა, ღრუბლები ყოფილიყოს.
- წავედით მეგი, წავედით! - მომესმა გეგას ხმა. ბიჭი ჩემს წინ იდგა და ხელს მიწვდიდა. მის ხელს ვუყურებდი, მაჯას, რომელზეც შავი სამაჯური ეკეთა ჯვრის გამოსახულებით, მის საოცრად ლამაზ თითებს, რომლებიც ელოდნენ, როდის ჩავჭიდებდი ჩემს თითებს. მისკენ მივიწევდი, მინდოდა გეგასთვის ხელის ჩაჭიდება, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძროდი, ერთ ნაბიჯს ვდგამდი და ვგრძნობდი, როგორ ვიხევდი ორი ნაბიჯით უკან.
- მეგი, წავიდეთ გესმის? აქ აღარაფერი გვესაქმება! - ამბობდა გეგა, ხელს ისევ მიწვდიდა, მაგრამ ვხედავდი თანდათან როგორ მშორდებოდა. შემეშინდა მარტო დარჩენის, ადგილს მოვწყდი და გავიქეცი, რომ დავწეოდი. ხელს წინ ვიწევდი, მინდოდა მის კვლავ გამოწვდილ თითებს ჩავჭიდებოდი, მაგრამ ჩემი სირბილი სირბილს არ ჰგავდა, გადადგმულ ნაბიჯებს სიჩქარე არ ეტყობოდათ. გეგა კი თანდათან მშორდებოდა.
ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?! (11)
- გეგა, დამელოდე გთხოვ! - ვიყვირე მთელს ხმაზე, მაგრამ არ გაუგია, სირბილს ვუმატე, მაგრამ ვერაფრით დავეწიე. მისი სილუეტი ნისლში გაუჩინარდა, ირგვლივ ბურუსი ჩამოწვა და მარტო დავრჩი. შემეშინდა. შემეშინდა იმაზე ძლიერად, ვიდრე ბანკში ძარცვისას, ვიდრე ფურგონში ბიჭის მოკვლისას, ვიდრე გველის ნახვისას, ვიდრე მგლების თავდასხმისას. სიცარიელემ მომიცვა, ვიღლიალე და ხმამაღლა ავტირდი. ირგვლივ ყველაფერი ჩამობნელდა. ვერ გავერკვიე რა ხდებოდა ჩემს თავს და თვალები მაგრად დავხუჭე. ვტიროდი, როგორც უდედოდ დარჩენილი პატარა ბავშვი, როგორც ლაჩარი სიკვდილის წინ. ვტიროდი მანამ, სანამ ნაცნობი, მონატრებული, თბილი და ამავდროულად შეშინებული ხმა არ ჩამესმა:
- ნუ ტირი ჩემო პატარა, ნუ ტირი მეგი, ყველაფერი რიგზე იქნება, მე შენთან ვარ.
თვალები ნელა გავახილე. მინდოდა ამ ხმის პატრონი დამენახა და გამერკვია, მეჩვენებოდა თუ მართლაც ნანას ხმა იყო.
- დედა! - ამოვთქვი ჩაწყვეტილი ხმით, როდესაც ბურუსიდან მართლაც ნანას ლამაზი სახის ნაკვთები და ცრემლიანი თვალები გამოიკვეთა. ვგრძნობდი მისი თითების სიმხურვალეს, რომლებიც ნაზად მეფერებოდნენ სახეზე.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев