(7)
15-05-2013, 18:13. ავტორი: lullaby ***
არაფერი არ შეცვლილა მომდევნო ერთი კვირა. ნაიარევიანი აღარ შემოსულა. არც მათი ხმა გვესმოდა ხშირად. ალბათ ამ პატარა ხის ქოხს სხვა ოთახიც ჰქონდა, სადაც ისინი იქნებოდნენ. დარაჯად ტყუპები სცვლიდნენ ერთმანეთს და მათ ძირითადად ბუნებრივი მოთხოვნილებების გამო ვაწუხებდით. ამ ერთი კვირის მანძილზე სულ ორჯერ გვინახულეს. მთელი შვიდი დღე წყალსა და ხილზე ვიყავით. შიმშილზე მეტად უმოქმედობა მაწუხებდა. როდემდე ვიქნებოდით ასე არაფრის მოლოდინში არ ვიცოდი. გაქცევაზე და მძარცველებისგან გაღწევის გეგმაზე საუბარი არაფერს ცვლიდა. სრულიად უიარაღონი ვიყავით. ოთახს ფანჯარა რომ ჰქონოდა, ვცდიდით მაინც იქიდან გაპარვას, მაგრამ ოთხ კედელს შორის მომწყვდეულნი, სადაც არანაირი ხელმოსაჭიდი არ გვქონდა, უსუსურებს ვგავდით.
ნანა მადარდებდა. მამს დაღუპვის შემდეგ შვიდი წელი იყო გასული და ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა მისი დაკარგვა. ხხანდახან ჩუმ ცრემლებს შევამჩნევდი ხოლმე მის მის ნაოჭშეპარულ ღაწვებზე. თავიდან ვცდილობდი გამემხნევებინა და მორიდებული სიტყვებით მის დამშვიდებას ვცდილობდი, ის კი გამიღიმებდა და მეტყოდა “არაფერია, გამივლისო”. მაგრამ, რაც დრო გადიოდა, ვხვდებოდი, რომ ამ სიტყვებს მხოლოდ ჩემს დასამშვიდებლად ამბობდა. მეუღლის დაკარგვას ის ვერასოდეს შეეგუებოდა. ვიცოდი მათი სიყვარულის ლამაზი ისტორია და ისიც მესმოდა, რომ ასეთი სიყვარულის დაკარგვა ძალიან მტკივნეული იყო, ამიტომ შემდეგ უკვე, დედას ცრემლებთან ერთად ვტოვებდი ხოლმე და აღარაფერს ვეუბნებოდი, ვაცდიდი ტავად დამშვიდებულიყო.
ახლა კი მისი ორი შვილი ბანკში ძარცვის დროს მძევლებად აიყვანეს და დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ შინ ვერ დაბრუნდებოდნენ ცოცხლები. წარმოვიდგინე, რა მძიმე იქნებოდა ნანასთვის ეს ერთი კვირა და გული დამიმძიმდა. ნეტავ ყოფილიყო იმის შესაძლებლობა, როგორმე მისთვის ხმა მიმეწვდინა და მეთქვა, რომ მე და თედო ჯერ-ჯერობით კარგად ვიყავით, მაგრამ ირგვლივ არავითარი ტექნიკა, არავითარი საიმედო ადამიანი არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაწრებისგან გაგვანთავისუფლეს, ჩვენ მაინც ხელფეხშეკრულნი ვიყავით.
***
დროის შეგრძნება დავკარგეთ. ვერ ვიგებდით როდის იყო დღე და როდის ღამე. იმის მიზეზი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვიყავით ის იყო, რომ ეგრედწოდებული “ურო” ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა თავს უსაფრთხოდ.
მატრასზე მხოლოდ სამი ადამიანი ეტეოდა და მასზე მორიგეობით ვიძინებდით. ამჯერად კი თეოს თედის და გვანცას ეძინათ. რა თქმა უნდა გვანცა მათ შორის იწვა, რომ ომი არ მომხდარიყო. მე ოთახის კუთხეში ვიჯექი და თვალებს ვლულავდი. გეგა ჩემს გვერდით იჯდა და მკლავზე შავ სამაჯურს აწვალებდა. თვალები უდნავ გავახილე და მისი ლამაზი ნაკვთები მალულად შევათვალიერე.
- რაზე ფიქრობ პოლიციელო? - ჩურჩულით ვკითხე მას, არ მინდოდა ჩემები გამეღვიძებინა.
გეგამ ქუთუთოები ნელა აზიდა და მწვანე თვალები შემომანათა.
- პოლიციელი აღარ ვარ. რაც შეეხება ჩემს ფიქრებს, ჩვენს ადგილმდებარეობაზე ვფიქრობ. - მიპასუხა ჩურჩულითვე.
- რას ნიშნავს პოლიციელი აღარ ხარ? - გამიკვირდა.
- აბა რა გეგონა, უბრალო უბნის ინსპექტორს მძარცველებტან მოსალაპარაკებლად გამოგზავნიდნენ? რაციით რომ გადმოსცეს მომხდარის შესახებ, ახლოს ვიყავი. შენ ხომ მე მიგიყვანე ბანკში?! ხო-და მოვბრუნდი. როცა გავარკვიე, რომ მოსალაპარაკებლად კაცს აგზავნიდნენ, არავისთვის არაფერი მითქვამს, მაშინვე წამოვედი. გაჩერება მიბრძანეს, შორიდან მეძახდნენ, მაგრამ არ მივბრუნდი, იარაღი გადავეგდე და ბანკში შემოვედი. “უროსაც” ეგონა, რომ შეთანხმებისთვის გამოგზავნილი მე ვიყავი და … მოკლედ, ცათვალე, რომ სამსახურიდან განტავისუფლებული ვარ.
გაოცებული შევცქეროდი.
- კი, მაგრამ რატომ გააკეთე ეს? ტავი საფრთხეში რატომ ცაიგდე?
- ვიფიქრე სხვა ცხოვრებამდე დიდი დროა და კიდევ ერთხელ ვნახავ მეგისთქო. - გამიღიმა და შემომხედა. მეც გამეღიმა და თავი დავხარე. მისმა მზერამ გული ამიჩქარა და მუცელში სასიამოვნო წვა ვიგრძენი. ეს რარა ჯანდაბა იყო?!
- აჯობებდა მოგეცადა. იქ ჩაის ან ყავას მაინც მოგიმზადებდი. აქ კი მხოლოდ წყალი და ვაშლი შემიძლია შემოგთავაზო.
- მთავარი ის არაა ეს წყალი იქნება თუ ჩაი, მთავარია ის, რომ შენი შემოთავაზებული იქნება. - მითხრა მან.
გამეციან და თავი დავიქნიე. გვანცას, თეოს და თედოს გავხედე და ვიგრძენი, მეც როგორ მომერია ძილი. ჩემი ფუმფულა საწოლი გამახსენდა და რამის გული ამომიჯდა. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ფეხები იატაკზე დავაწყვე და თავი კედელს მივადე. ზურგი საშინლად მტკიოდა. კიდევ ერთხელ გავხედე ჩემს გვერდით მჯდომს და ჩუმად ვკითხე:
- შეიძლება? საშინლად მეძინება. - თვალებით ტავის მხარზე ვანიშნე.
- რა თქმა უნდა, შეიძლება. - გამიღიმა მან და ჩემტან უფრო ახლოს მოიწია.
- მადლობ. - ვუთხარი და თავი მის ღონიერ მხარზე ცამოვდე. უცნაური იყო, მაგრამ უხერხულობა ახლა ვიგრძენი და არაკითხის დასმის დროს. თუმცა არაფერი შემიცვლია.
თვალები დავხუჭე თუ არა, შავ ფონზე ფერადმა წერტილებმა დაიწყეს ტრიალი. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე. უეცრად მკერდში საშინელი დარტყმა ვიგრძენი, თითქოს ვიღაცამ ჩემს სხეულში რამდენიმე ასეული ვოლტი ერთიანად შეიყვანა. თვალების გახელვა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. დარტყმა კიდევ ერთხელ განმეორდა და შემდეგ სავი ფონი თეთრად იქცა. შორიდან ნაბიჯების ხმა მომესმა და სიზმრიდან მაშინვე გამოვედი. გეგას მხარიდან ტავი ავიღე თუ არა, კარი გაიღო და ოთახში მამუკა სალია - “ურო” შემოვიდა.
- უკაცრავად მყუდროებას რომ გირღვევთ, მაგრამ აქედან მივდივართ. - თქვა მან.
***
გზაში რამდენი ხნით ვიყავით არ ვიცი, მაგრამ ჯერ კიდევ შუაღამე იყო როცა გავჩერდით და თავებიდან შავი ტომრები მოგვაძრეს. ხელები შეკრული გვქონდა. ჩვენს წინ ნაცრისფრად შეღებილი სამსართულიანი სახლი იდგა. ორ მხარეს, პირველ სართულზე აივანი ჰქონდა. სახლის წინ სამი ლამპიონი იდგა. გარემოს მხოლოდ სავსე მთვარე ანათებდა. როგორც ცანდა სახლში არავინ იყო. პატარა კიბით ხის აივანზე ავედით. როდესაც ოთახში შუქი აანთეს, გავოცდი - ირგვლივ სრული კომფორტი იყო. ჩვენ მესამე სართულზე სულ ნაპირა ოთახში შეგვიყვანეს, ხელები გაგვიხსნენს და გავიდნენ. ეს ოთახი ოდნავ დიდი იყო იმასთან შედარებით, სადაც აქამდე ვიყავით. სუნით იგრძნობოდა, რომ ახალი გარემონტებული იყო. ამ ოთახს ფანჯარა ჰქონდა, მაგრამ გარედან გისოსები იყო აკრული. როგორც ჩანდა წინასწარ ჰქონდათ გათვლილი. ოთახში ერთი დიდი მატრასი ეგდო და ორი ძველი დივანი იდგა.
- უკვე ერთი კვირა გავიდა. ვერ ვხვდები, რას აკეთებენ. - თქვა თედომ და დივანზე ჩამოჯდა.
- არ ვიცი, მაგრამ არ მგონია აქაც ამდენი ხნით გაგვაჩერონ. - ივარაუდა გეგამ.
- გამოდის, რომ სიკვდილი გვიახლოვდება. - სასოწარკვეთილება გაერია გვანცას ხმაში.
- ყველანაირად ვეცდები, რომ აქდან გავაღწიოთ. რამეს მოვიფიქრებ. - იმედს არ კარგავდა გეგა და ეს მეც მამხნევებდა თეოსგან განსხვავებით, რომელიც ფანჯრიდან იყურებოდა.
- საინტერესოა, რა უნდა მოიფიქრო ისეთი, რომ აქედან გავაღწიოთ. მესამე სართულზე ვართ. ქვემოთ აივანია, ფანჯარას გისოსები აქვს. ირგვლივ კი საკმაოდ იმედისმომცემი ტყეა. - ირონიულად თქვა მან.
- როგორმე აქედან გავიდეთ და ტყეს ვჩივი? - შეეკამათა ჩემი ძმა.
- თუ აქედან გავაღწევთ, იცოდე, ამ სიტყვებსგაგახსენებ.
- ახლა ნუ დაიწყებთ. - ჩავერიე მე. - ერთად მოვიფიქრებთ რამეს, მტავარია ამის დრო და საშუალება გვქონდეს. თუმცა მე პირადად ამისთვის დასვენებული გონებქა მჭირდება, ამიტომ დავიძინებ. - მატრასისკენ წავედი მე და წამოწექი.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев