(3)
4-05-2013, 11:54. ავტორი: lullaby ***
შუქნიშნებს ავხედე, წითელი ენთო. გაჩერებულ მანქანებს ჩქარი ნაბიჯით ჩავუარე. ახლა საბოლოოდ გავარკვევდი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, თუ მართლაც ჩემს გამოწვევას ცდილობდა ეს წყეული ბოშა?! გაჩერებასთან მგარ ხალხს გვერდი ავუარე და მისგან დაახლოებით ორ მეტრში შევჩერდი.
გავშრი.
ის ისეთი ლამაზი იყო, რომ ასეთ მშვენიერებას არ ველოდი. ასეთი დაჟინებული მზერა რომ არ მქონოდა და ინტერესით რომ არ ვყოფილიყავი გაბრუებული, ალბათ გვერდს ავუვლიდი და იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანი უკვე ერთი კვირა თვალებში მეჩხირებოდა, სამუდამოდ დავივიწყებდი.
ჩემდა გასაკვირად ის დაახლოებით 30 წლის თუ იქნებოდა, შორიდან კი ბებერი მეგობნა. თავისი მწვანე, ფრიალა კაბა, ტანზე მჭიდროს მოსდგომოდა და ახლაღა შევამჩნიე, რომ იდელაური ფიქგურა ჰქონდა. ლამაზ, წითელ ლაქიან თითებზე ბეჭდები, მკლავებზე კი უამრავი წვრილი, ოქროსფერი სამაჯური აესხა. შავი კულულა თმა მაღლა აეწია და უბრალო წითელი ნაჭრით კუდად შეეკრა, წინ ჩამოყრილ თმის ორ კულულას კი სიო უქანავებდა. მრგვალი სახე, პატარა, ოდნავ მაღლა აბზეკილი ცხვირი და ვნებიანი, წითლად შეღებილი ტუჩები ჰქონდა. ყურებზე დიდი, ოქროსფერი რკალები ჩამოეკიდა და გამჭვირვალე ნაცრისფერი თვალებიდან გამომწვევად მიცქერდა.
აქამდე შემართებული ახლა სულ მთლად დავიბენი. აღარ ვიცოდი რა მეთქვა ან რა მექნა. ახალგაზრდა ლამაზი ბოშა კი, რომელიც აქამდე ხანშიშესული და სახედამანჭული მეგონა, მიღიმოდა და ელოდა, როდეს ვეტყოდი რამეს. მაგრამ, თითქოს მიმიხვდა დაბნეულობას, ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა და მხიარული, სასიამოვნო ხმით მითხრა:
- გამარჯობა, ლამაზო.
რამის პირი დავაღე. მას არც ციგნური, არც რუსული, არც თათრული აქცენტი არ ჰქონდა. სუფთა, გამართული ქართულით წარმოთქვა ეს ორი სიტყვა. მის სალამზე არ მიპასუხია. თითქოს ერთიანად მოვედი გონს და მიუხედავად ახლადგაჩენილი სიმპატიისა, მაინც იერიშზე გადავედი.
- იქნებ ამიხსნა, რატომ გხედავ უკვე ერთი კვირაა იქ, სადც მე ვარ? - ვკითხე და თვალები დავუბრიალე.
- იმიტომ, რომ არ მოგწონვარ. - მსუბუქად გაიქნია თავი მან და გაიცინა. 18 წლის გოგოს გავდა.
- ცინიკოსიც ყოფილხარ! - საჩვენებელი თითი ავბზიკე და დავემუქრე: - იცოდე, დღეიდან კიდევ მოგკრავ თვალს ჩემს ახლომახოს და იცოდე ჩემს ტავზე პასუხს არ ვაგებ.
- მუქარა საჭირო არაა, ლამაზო, დღეიდან ისედაც ვეღარ მნახავ ვეღარასდროს.
- მართლა? ხო-და ზალიან კარგი, ამის მოსმენა მინდოდა. - ვთქვი და შებრუნებას ვაპირებდი, რომ მკლავში მწვდა, შემაჩერა და მეორე ხელი შეკრულ მუშტზე დამადო. - რას აკეთებ? - გავუძალიანდი მას, მაგრამ ხელი არ გამიშვა.
- არ გაგიშვებ. მე მინდა, რომ შენს ხელის გულს დავხედო. მითხრა და გამჭვირვალე თვალები შემომანათა.
- სამაგიეროდ მე არ მინდა! ის-ღა მაკლია, ვიღაც გამვლელმა განმისაზღვროს ბედი. - ვთქვი აგდებოთ, ჩემი ხსენებული “გამვლელი” კი ისეთი ლამაზი იყო, რომ ამ სიტყვებს არ იმსახურებდა. მან კი ყურადღება არ მომაქცია, მზერა ჩემს დაჭერილ ხელზე გადაიტანა და თითები შეკრულ მუშტს დაუსვა. იმ წამსვე ერთიანად მოვეშვი და ჩემი თითები თითქოს თავისით გაიშალნენ. ირგვლივ გავაპარე თვალები, ხომ არავინ გვიყურებსთქო და ისევ მას შევხედე. ბოშამ გაიღიმა და წითლად შეღებილი ბაგეების მიღმა თეთრმა, მწყობრმა კბილებმა გაიელვეს.
- ლამაზო, არ მესმის რატომ გამირბიხარ, მე ხომ ასეთ მშვენიერ მომავალს ვხედავ შენს ხელის გულზე?! - წარბები აზიდა მან და შემომხედა.
- იქნებ ისიც მითხრა, რა ფერებშია ჩემი მომავალი? ვარდისფერში, ცისფერში თუ ჭრელში?
- სწორედ იმიტომ, რომ ჩემი და ჩემნაირების არ გჯერა, მოგიწევს ყველაფერი ტავიდან ბოლომდე მოისმინო.
თვალები დავაბრიალე. ეს უკვე მეტისმეტი იყო. როგორც კი პირი გავაღე სალანძღავი სიტყვის წარმოსათქმელად, მან საუბარი დაიწყო და იძულებული გავხდი გავჩუმებულიყავი. ჩემს გაშლილ ხელზე, რომელსაც რატომღაც არ, თუ ვერ ვმუჭავდი, წაგრძელებულ ფრჩხილს ფრთხილად ასრიალებდა, ხანდახან ამომხედავდა და საოცრად მეტყველ, ნაცრისფერ თვალებს ისე მომაბჯენდა, რომ ჩემდაუნებურად სხვაგან ვიხედებოდი, თვალს ვერ ვუსწორებდი.
- მეგი. - წარმოთქვა მან ჩემი სახელი ღიმილით, მე კი გაოცებისგან სუნთქვა შემეკვრა. - სულით მეამბოხე და ძლიერი გოგო ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამას გარეგნულად არ ავლენ. ყველაფერი გაქვს ცხოვრებაში, მაგრამ…რაღაც დანაკლისს განიცდი. ეს დანაკლისი კი, იცი? არც ისე შორსაა, გზაშია და ზალიან მალე საკუთარი თვალით ნახავ. თუ გინდა გაბრაზდი, მაგრამ ამ წუთას სწორედ შენს ბედზე გელაპარაკები, თუმცა შენი მოსაზრებისგან განსხვავებით, მე მას არ განგისაზღვრავ, მე უბრალოდ შუამავალი ვარ და მავალია გითხრა. ის იმ ცარიელ ადგილს შეგივსებს შენს ცხოვრებაში, რომელიც ვერაფრით შეგივსია. მასთან ერთად უამრავ დაბრკოლებას გადალახავ და ყველაფერი შეიძლება არარეალურადაც მოგეჩვენოს. ამ დროს კი აღმოაჩენ, რომ შენ ის შეგიყვარდა…მაგრამ, უცბად ყველაფერი ისე გაქრება, როგორც ფიფქი თბილ ხელის გულზე. შენს გულის ტკივილს ვერავის გაუმხელ სხვადასხვა მიზეზების გამო და გაგიჭირდება რეალობასთან შეგუება. - ბოშა ერთხანს გაჩუმდა და ჩემი ხელის გული ოდნავ შორს გასწია. ვიფიქრე, ნუთუ ესაა ჩემი ბედნიერი მომავალითქო, მაგრამ ქალმა თავი ასწია, შემომხედა, გამარჯვებულივით გაიღიმა და თქვა: - მაგრამ ფენიქსი რის ფენიქსი იქნება, თუ არ განახლდება მისი არსებობა?!
ქალმა თითები მოადუნა და მეც სასწრაფოდ გამოვგლიჯე ხელი. რა თქმა უნდა ყურიც არ მითხოვებია მისი სიტყვებისთვის. მის უკანასკნელ ფრაზას კი საერთოდ ვერ ჩავწვდი, თუმცა მეხსიერებაში ჩამებეჭდა. ბოშა კი ისევ მიყურებდა და ელოდა რას ვეტყოდი.
- ესე იგი ესაა ჩემი მომავალი არა? თან ბედნიერი. - ხმამაღლა გავიცინე.
- დარწმუნებული ვარ ვერაფერს მიხვდი. - თეძოებზე დაიწყო ლამაზი თითები.
- შენს აბდაუბდა ლაპარაკს მსოფლიო მოაზროვნეც ვერ გაუგებდა თავსა და ბოლოს.
- არაფერია წითელთმიანო, თავის დროზე ყველაფერს მიხვდები. ახლა კი დროა შენს მომავალს მიხედო.
- რა თქმა უნდა, ჩემს მომავალს ისე მივხედავ, როგორც მესიამოვნება და არა ისე, როგორც შენ ამბობ.
- მაგრამ ის სულ რაღაც ერთ ნაბიჯშია…
- იმედი მაქვს გაქრები და მართლაც აღარასოდეს გნახავ ბოშავ! შენი ფერადი წინასწარმეტყველებებით კი სხვებს გამოუტენე თავი! კარგად იყავი. - ვუთხარი მას და უკან რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. შემდეგ ლამაზ, მომღიმარ სახეს ზურგი ვაქციე და თავგზააბნეულმა ისე გავიწიე ტროტუარისკენ, რომ შუქნიშნებისთვის არც კი შემიხედავს.
უცბად საბურავების ყურისწამღები ჭყრიალი და რამდენიმე ადამიანის კივილი მომესმა და ფეხებში დარტყმა ვიგრძენი, ვიგრძენი ისიც, როგორ დამიბუჟდა მთელი სხეული და ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა. მხოლოდ ვიღაცის სახეს ვხედავდი, იმასაც გაწელილს და ვერ ვარჩევდი ვინ იყო. შემდეგ ყველაფერი გაშავდა. ამ სიშავეში ფერადი რკალები დაცურავდნენ და ჩემს დაჰიპნოზებას ცდილობდნენ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. საიდანღაც მანქანის სიგნალის ხმა ჩამესმა, შემდეგ სახეზე შეხება ვიგრძენი და ისევ ის სახე დავინახე, ამჯერად ნისლში გახვეული.
***
თვალების უფრო ფართოდ გახელა ვცადე, მაგრამ საფეთქლებში ტკივილი ვიგრძენი და ცოტა ხნით ისევ დავხუჭე.
- საავადმყოფოში მალე მივალთ. - მითხრა იგივე ხმამ.
მგონი ვიღაც მანქანით დამეჯახა, მარამ ახლა სად ვარ? ვინ მელაპარაკება? ვცადე, ტკივილს მოვრეოდი და ნელ-ნელა გავახილე თვალები. მანქანაში წინა, ბოლომდე გადაშლილ სავარძელში ვიწექი.
- როგორ ხარ? - კითხვა გამიმეორა ხმამ.
- თავი მტკივა. - ამოვილუღლუღე.
- მეტი არაფერი? - გაკვირვება შეეპარა უცნობ სახეს.
- მგონი არა.
- შეგიძლია ფეხები გაამოძრავო?
ვერ მივხვდი ეს რატომ მკითხა, მაგრამ ფეხები მოვხარე და ისევ გავშალე.
- კარგია. - მითხრა მან. - ხომ არ გეტკინა?
- არა.
- ბედი გვქონია, მეც და შენც, მაგრამ ექიმმა მაინც უნდა გაგსინჯოს.
საჭესთან მჯდარი შევათვალიერე. ლამაზი პროფილი ჰქონდა. თმა მოკლედ შეეჭრა, ცხვირი და წარბები სწორი ჰქონდა. ნუშისებრი ჭრილიდან მწვანე თვალები დაძაბულნი გაჰყურებდნენ ტრანსპორტით სავსე გზას. ოდნავ წვრილი, მოვარდისფრო ტუჩები გაეხსნა, თითქოს პირით სუნთქავდა. ნაცრისფერი, მოკლეკლავიანი მაისური და ღია ჯინსის სარვალი ეცვა. თლილ, მოვლილ თითებს საჭეზე ნერვიულად ათამაშებდა. მაჯაზე კი შავი, ნაჭრის სამაჯური ეკეთა ოქროსფერი ჯვრის გამოსახულებით. გვერდზე მაისური ოდნავ მაღლა ასწეოდა და ნათლად მოჩანდა ბუდეში ჩადებული იარაღი.
- არ მითხრა, რომ პატრულის მანქანაში ვზივარ. - ჩავიბუტბუტე მე და თავის წამოწევა ვცადე. საფეთქლებში ჩხვლეტა ვიგრძენი, მაგრამ მაინც წამოვდექი და სავარძელი გავასწორე.
- მთლად ასეც არაა.
- პოლიციელი ხარ?
- თუ არ მიჩივლებ და სასამართლო პროცესში არ წავაგებ, კი. - გამიღიმა მან.
- არა, არ გიჩივლებ. შეგიძლია გააჩერო? უნდა ჩავიდე. - ვუთხარი მას.
- არა, საავადმყოფოში მივდივართ.
- არაა საჭირო. მელოდებიან, თან კარგად ვარ.
- ამას ექიმი დამიდასტურებს.
- საავადმყოფოში არ მინდა, ექიმებს ვერ ვიტან!
ხმა არ ამოიღო, მანქანა გააჩერა და შუქნიშანს ახედა. მე შევბრუნდი და მანქანიდან გადასვლა დავაპირე, მაგრამ უცბად საკეტი გაჩხაკუნდა და მანქანა დაიკეტა.
- მადლობა ზრუნვისთვის და კეთილგონიერებისთვის სამართალდამცველო, მაგრამ ახლა უნდა წავიდე! - ვუთხარი თითქმის ჩამარცვლით.
- იმას ვაკეთებ, რაც ჩემი ვალია, მოქალაქევ! თქვენს კარგად ყოფნაში უნდა დავრწმუნდე, მით უმეტეს, რომ მე დაგეჯახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ტროტუარზე მოულოდნელად გადმოხტით. ასე რომ ღვედი შეიკარით, თუ შიძლება.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев