(2)
2-05-2013, 22:08. ავტორი: lullaby კი, მაგრამ, როგორ? რანაირად? აქ საიდან გაჩნდა? ასე უცბად, ასე ზუსტად, ჩემთამ ასე ახლოს. ის ხომ საათნახევრის წინ წერეთელზე, გამოფენასთან იდგა? ნუთუ უკან გამომყვა? კი, მაგრამ, რატომ? ალბათ შეამჩნია ჩემი გაოცებული და განრისხებული სახე, შებრუნდა, წითელი შარფი თეძოზე შემოიჭირა და გამვლელებს გამოელაპარაკა.
როგორც კი წამოვდექი მასთან მისასვლელად და ყველაფრის გასარკვევად, იმავე შემოსასვლელში გამოჩნდა ქერა გვანცა, რომელიც პაპანაქება სიცხეში ქუსლებზე შემდგარიყო, თეთრი შარვალი და ყვითელი, ოდნავ გამჭვირვალე შარვალი ეცვა, ხელში თეთრჩარჩოიანი “დიორის” სათვალე იკავა და მის გვერდით მომავალს გამალებით რაღაცას ელაპარაკებოდა. მის გვერდით მომავალი კი თეონა იყო, რომლის კუპრივით შავ თმას ლურჯი ზოლები გასდევდა, თვალები შავად შეეღება, წითელი მაისური ეცვა წარწერით “f *ck people’s opinion”, წითელი კედები და ჯინსის დახეული ბრიჯები ეცვა, ჩიფსებს ახრამუნებდა და ისე მოდიოდა, თითქოს მის გვერდით მომავალ მოლაქლაქე ლამაზმანს ვერც კი ამჩნევდა.
მათ დანახვაზე უნებურად ჩამეცინა და სულ დამავიწყდა ის წყეული ბოშა, რომლის გამოჩენამაც რამის წყობიდან გამომიყვანა.
- სადაცაა ფილმი დაიწყება. - ვუთხარი მათ და ყურთსასმენები მპ3-ზე დავახვიე.
- რას ვუყურებთ? - იკითხა თეომ.
- “ადამიან ობობას”. - ვუპასუხე.
- ღმერთო ჩემო! - თავი გადაიქნია გვანცამ და სათვალე მოირგო.
- დებილობაა, უკვე ვუყურე “პირატულ” ვერსიას. - ჩიფსი ჩაახრამუნა თეომ.
- შენს მეორე, ახლადგაკეთებულ პირსინგზე დებილობა რა უნდა იყოს?! - შუბლზე აიწია სათვალე გვანცამ. - შეხედე ერთი, - გამომხედა მე. - ცხვირი ხომ დაიმახინჯა, ახლა წარბზეც დაირჭო ინფექციებით სავსე რკინა. შემდეგ ალბათ ტუჩზეც გაიკეთებ და დაემსგავსები ჯართის საბადოს.
- ისე, ტუჩზე პირსინგი კარგი ვარიანტია. - თითი დაიქნია თეომ სერიოზულად დაუჯდა ტვინში ეს იდეა, რამაც გვანცა უარესად გააცოფა.
- კარგი, რაც გინდა ის ქენი, მაგრამ იმედია მაგნიტურ ადგილებს მაინც მოერიდები. მომეცი ჩემი კუთვნილი ბილეთი. - მომიბრუნდა მე და ხელი გამომიწოდა. - მე-13 ადგილი მე-13 რიგში. რა საშინელებაა, როგორ გიყვარვარ მეგი.
- დამღალე გვანცა ამდენი წუწუნით. - ვუთხარი და თეონას თავისი ბილეთი მივეცი. - შევიდეთ კინოში სანამ ორივე არ გაგყარეთ სახლში.
***
ფილმი არც ისე დებილობა აღმოჩნდა, როგორც თეონას აზრით იყო, ყოველ შემთხვევაში ფილმის პირველ ვარიანტს სჯობდა. მე პირადად ვიხალისე, თეონას ყურთსასმენები ეკეთა, როკს უსმენდა და მგონი ეძინა. გვანცამ კი ფილმის დასასრულს მკითხა: - ადამიანი ობობა რომელია?
კინოთეატრიდან წამოსულებმა მაკდონალდსში შევიარეთ. გვანცა ალმაცერად გვიყურებდა, როგორ შევჭამეთ მე და თეონამ ჰამბურგერი, კარტოფილი fრი და ბოლოს კარამელიანი ნაყინი, რომლებიც კალორიათა მეტეორიტებისგან შედგებოდა, სხეულის ყველა უჯრედში ცხიმის სახით ვრცელდებოდა და საბოლოო ჯამში ფიგურას გვიმახინჯებდა.
შემდეგ გვანცასთან წავედითდა რამდენიმე საათი მასთან გავატარეთ. შებინდებას იწყებდა ავტობუსის გაჩერებასთან რომ დავდექი. 33 ნომერი მალე გამოჩნდა. ავედი, ბილეთი ავიღე და ჩამოვჯექი. თვალწინ დამიდგა ის სცენა, რომელიც სახლში მელოდა და სიამოვნების მიღებისათვის შინაგანად დავიწყე მზადება.
რუსთაველიდან წერეთლამდე საკმაოდ დიდი მანძილი იყო გასავლელი და დაახლოებით ნახევარი საათი ავტობუსის სახელურს ჩაბღაუჭებულს მთვლემდა. ამის გამო კი რამის ჩემს გაჩერებას გავცდი.
გაჩერებასთან კონტროლიორები დამხვდნენ ჯარიმის ფურცლებით შეიარაღებულნი. მე კი ბილეთი მივაჩეჩე ხელებში და ერთი წამით შევყოვნდი. თვალში ისევ რაღაც არასასიამოვნო მომხვდა. ეს არასასიამოვნო ის ბოშა ქალი იყო, ყველგან რომ ვხედავდი. ერთხანს ისიც კი ვიფიქრე ტყუპისცალი ხომ არ ჰყავს მეთქი. ნაბიჯი გადავდგი ქუჩის მეორე მხარეს გადასასვლელად, რომ ჩემმა მობილურმა დარეკა.
- მეგი, სად ხარ? მეგობრებთან აპირებ დარჩენას? - მომესმა დოდოს ხმა. დედა რეკავდა.
- არა დე, ორ წუთში სახლში ვიქნები, უკვე ჩვენს კორპუსთან ვარ. ვულკანი ისევ ღელავს? - მოვიკითხე თედო.
- მთელი დღეა ტელეფონს დაჰყურებს, ელოდება როდის დაურეკავ და თავდ ეტყვი პაროლს. შეიბრალე შენი ძმა მეგი.
- ახლა სადაა? - ჩამეცინა.
- თავის ოთახშია და ცდილობს პაროლი გამოიცნოს. არ ვიცი როგორ გადაურჩები.
- შენ კარი გამიღე დე და მერე მე მივხედავ ჩემს თავს.
მობილური გავთიშე და გზის მეორე მხარეს გავიხედე, ბოშა იქ აღარ იდგა. ჯანდაბა, ისევ დამისხლტა ხელიდან. გულმოსული მოვბრუნდი და ჩემი კორპუსისკენ შევუხვიე. მესამე სართულზე ავირბინე, სახლის კარი ფრთხილად შევაღე, მაგრამ დახურვა ხმაურიანად მომივიდა და სწორედ ამ დროს მომესმა თედოს ღრიალი:
- მეგი!
ადგილს მოვწყდი და ერთი ნაბიჯით შევასწარი ჩემს ძმას ოთახში, საკეთი გადავატრიალე, ჩემს ლოგინზე მივგორდი და მოვემზადე.
- მეგი, ახლავე ამოღერღე პაროლი, გესმის?! - იყვირა თედომ და კარზე მუშტები დააბრახუნა.
- რა პაროლი?
- ღმერთო ჩემო! ნუთუ იმდენად ცოდვილი ვარ, რომ ასეთი სასჯელი მომივლინე ამ უკუდო ეშმაკის სახით? კარი გააღე მეგი!
ჩემთვის შექმნილ ახალ კომპლიმენტზე სიცილი ამიტყდა და უცბად შიმშილი ვიგრძენი. თედოს არაფერი ვუპასუხე, კომპიუტერის მაგიდაზე თეფშით დადებულ მოზრდილ სენდვიჩს გადავწვდი, რომელიც დილით დედას შევუკვეთე და მადიანად ჩავკბიჩე.
- მეგი ნუ მოკვდი, გააღე კარი! - ისევ დააბრახუნა მუშტები თედომ.
- რომელი კარი? - გავძახე.
- მეგი, ამოღერღე პაროლი, დროზე!
- მთხოვე და გეტყვი. - გამეცინა.
- ჰაჰ! იოცნებე.
- მთხოვე!
- არა!
- მთხოვე მეთქი!
- არა მეთქი!
რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ეს უკვე ჩემი გამარჯვების ნიშანი იყო.
- მეგი, გთხოვ! - ხმა მოულბა აშკარად ჩემს ძმას.
- პაროლი არ არსებობს. - ვთქვი მე.
- გაგიჟდი? - ისევ იღრიალა თედომ. - მეგი, მაგ წითელ თმას გადაგიბუგავ, როგორ თუ პაროლი არ არსებობს?
- ღმერთო ჩემო, სულელი ნუ ხარ თედო. პაროლია ასეთი “პაროლი არ არსებობს”.
- გეფიცები ჩემი ხელით დაგახრჩობ! - დამემუქრა ის და თავის ოთახში შევიდა.
- ნასიამოვნებმა სენდვიჩის ჭამა განვაგრძე, შემდეგ კბილები გამოვიხეხე და ადრედავიძინე.
***
რომ დავუფიქრდე ჩემი ცხოვრება არც ისეთი უაზროა, როგორიც მგონია. მყავს ერთი წლით უფროსი ძამიკო, რომელიც არასოდეს მაძლევს მოწყენის საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ ჭკუაში ჩავარდნის შემდეგ სიცოცხლეს ვუმწარებ. მყავს ყველაზე თბილი, გამგებიანი, ჭკვიანი დედიკო, რომელიც ხანდახან ჩემხელა ხდება, მხარს ამიბამს და თედოს გაბრაზებაში მეხმარება ხოლმე, რომელიც უკვე დიდი ხანია მარტო უძღვება ჩვენს პატარა ოჯახს და და-ძმას მამის მაგივრობასაც გვიწევს შეძლებისდაგვარად. მყავს ორი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული მეგობარი, რომლებიც ჩემი სულის ნაწილები არიან და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გარეგნულად არ მემჩნევა, მათ გარეშე დიდხანს ვერ ვძლებ. არა, ეს მათ არ იციან, რადგან ყოველთვის მიჭირდა და მიჭირს სიყვარულის, სითბოს გამოხატვა სიტყვებით თუ ქცევებით. ვინმეს ერთი შეხედვით ცივი, უკარება და უგულო ადამიანი ვეგონები, მაგრამ ჩემი შინაგანი სამყარო, რომელიც გარეთ ვერასოდეს აღწევს უამრავი ცდის მიუხედავად, სულ სხვანაირია.
და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ დავასკვენი, არც ისეთი უაზრო ცხოვრება მაქვს, მაინც მჭირდება რაღაც ახალი. სად, ვისთან, როგორ ვიპოვო ეს ახალი არ ვიცი. იქნებ მართლაც ვიშოვო სამსახური? ვითომ ეს დამეხმარება იმაში, რომ ერთფეროვნება მრავალფეროვნებით შევცვალო? ჰმ… რაღაც არ მგონია. თეონა ალბათ მწარედ დამცინებს ამის გამო. ის ხომ უსაქმურობის და თავისუფალი ცხოვრების განსახიერებაა?!
ამაზე ფიქრს მოვეშვი, მაგრამ სხვა დროს აუცილებლად მივუბრუნდები. საწოლიდან მძიმედ წამოვიწიე, თითები პატარა თმაში შევიცურე და ავიჩეჩე. სარკის წინ დავდექი და ჩემს ლამაზ სხეულს შევავლე თვალი. ხო, მე მომწონს ჩემი ფიგურა, ჩემი პატარა, ოდნავ აპრეხილი ცხვირი, ტუუუჩებიც, თაფლისფერი თვალებიც და მკერდიც. არასოდეს დამიწუწუნია მსუქანი ვარ ან გამხდარი ვარ მეთქი. არც დიეტებით მომიკლავს არასოდეს თავი გვანცასგან განსხვავებით, რომელიც გამუდმებით კალორიებს ითვლის და აკონტროლებს. არა-და ისეთი ფიგურა აქვს, რომ ნებისმიერ მარალი კლასის მოდელს შეშურდებოდა მისი.
ჯინსის მუხლზე დახეული შარვალი და ერთი ზომით დიდი თეთრი მაისური ჩავიცვი, კედების თასმები შევიკარი და სააბაზანოს მივაშურე გამოსაფხიზლებლად. შემდეგ კი სამზარეულოში შევედი და დოდოს მივესალმე.
- მიირთვი ზარმაცო. - გამიღიმა დედამ და წინ შუშის პატარა ჯამით ხილის ტორტი დამიდო.
- დეე, ნუთუ ეს შედევრი მხოლოდ ჩემია? - გავოცდი და მაშინვე ჩანგალს ვწვდი მის შესასანსლად.
- თედოს დაუძახე, გაბრაზებულ გულზე ესიამოვნება.
დედას ნათქვამზე გამეცინა და თედოს ოთახისკენ გავემართე, კარი შევაღე და იმ წუთას ლეპტოპთან მჯდარი თედო შეირხა. მზერა კომპიუტერზე გადავიტანე, მაგრამ თედომ რაღაც გათიშა და დამიბღვირა.
- მოიცა, მოიცა, ეს რა იყო? - წამოვიძახე და მასთან მივირბინე.
- თავხედი ხარ მეგი, რა ნადირივით მივარდები ოთახში!
- გახსენი ისევ, გახსენი წეღან რასაც უყურებდი. - ხელები კლავიატურისკენ გავწიე ფაილის გასახსნელად, მაგრამ თედომ ლეპტოპი მაშინვე დახურა, ხელში აიღო და გულზე მიიკრა.
- ახლავე დაახვიე ჩემი ოთახიდან! - მიყვირა.
- თედო, მომეჩვენა, თუ თეოს სურათს უყურებდი? - გაოცებულმა შევხედე ბრინჯივით დაბნეულ ჩემს ძმას, რომელიც ცდილობდა აღელვება არ შეემჩნია.
- რაა? - შეიცხადა და ზურგი მაქცია. - ეგ-ღა მაკლია მაგ ურჩხულის სურათ დავუწყო ყურება. ჩემს ქვეცნობიერზე იმოქმედებს და ღამით კოშმარები დამესიზმრება.
ჩავუსტვინე და ხელები თეძოებზე დავიწყვე.
- კი, მაგრამ მთელი შენი ლეპტოპი შესწავლილი მაქვს, სადღა მოახერხე მაგ სურათის დამალვა? - თავი გავიქნიე და თვალები მოვჭუტე. - თედო, თეო მოგწონს?
- ენა ჩაიგდე ვულკანო და მოეშვი მაგ სისულელეების ლაპარაკს. შენი დაქალი მხოლოდ მისნაირ მახინჯს და შერეკილს თუ მოეწონება. ჩემი გემოვნება ჯერჯერობით მწყობრშია. - ჩაიცინა ბოლოს მან. - რისთვის შემოხვედი?
- დედამ ხილის ტორტი გააკეთა და გეპატიჟებით. წამობრძანდი, თუ რა თქმა უნდა თეოს სურათის ყურება არ გირჩევნია. - გავიცინე და კარისკენ წავედი. - იცოდე, სურათს ტყუილად წაშლი. პროგრამა მაქვს და საუკუნის წინ წაშლილ საქაღალდეებსაც კი აღვადგენ.
ოთახიდან გამოვედი და ახლა უკვფე მთლად გაოცებული გავემართე დოდოსკენ. არ მომჩვენებია, დარწმუნებული ვარ, რომ სურათი, რომელსაც ჩემი ძმა მისჩერებოდა ჩემი მეგობრის, თეოს სურათი იყო. ყველაზე მეტად კი ის მაოცებდა და სიმართლეში უფრო მეტად მარწმუნებდა, რომ ჩემს ძმას ასეთი რეაქცია ჰქონდა.
“ - ძამიკო, მაოცებ!” - გავიფიქრე ჩემთვის, სკამზე ჩამოვჯექი და ხილის ტორტს ჩანგალი ჩავარჭე.
დედას ტელევიზორი ჰქონდა ჩართული, ხმას მოვუმატე და ცოტა ხნით ყური დავუგდე. საინფორმაციო გამოშვება მადრიდის ერთ-ერთი ბანკის დაყაჩაღებაზე გადმოსცემდა ახალ ამბავს. ძარცვის დროს მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ ვერც მძარცველები დაუკავებიათ.
უცბად მობილურმა დარეკა და ვუპასუხე.
- მეგი, ახლა მე და ეშლი სიმპსონი ბანკში მივდივართ. - მომესმა თეონას ხმა, მას კი შორიდან გვანცას ნათქვამი სიტყვა “იდიოტო” მოჰყვა. - ჩემებმა ფული გამოგზავნეს და უნდა გამოვიტანო.
- ვა, მაგარია! მერე რას აპირებ, რაში გამოიყენებ?
- ვარდისფერი ტოიოტას ყიდვას ვაპირებ, თეთრი ფუმფულა სავარძლებით და ბჭყვრიალა “დისკებით”. - ჩაიცინა თეომ და ხრამუნი მომესმა, ალბათ რამეს ჭამდა. - რაში უნდა გამოვიყენო, ჯერ საღამოს “ვიგულავებთ და მერე ლეპტოპს გამოვცვლი ალბათ. ხომ იცი რომელ ბანკშიც ვიღებ ხოლმე ფულს?
- ხო, ვიცი.
- ხო-და იქ დაგელოდებით მე და ბრიტნი. - მითხრა თეომ და დამემშვიდობა.
ორ წუთში კი ჩემი გამოჭერილი ძმაც შემოვიდა სამზარეულოში, მაგიდას მიუჯდა და ჭამა დაიწყო. მე კი თვალს არ ვაცილებდი მის არაფრისმთქმელ სახეს და ვცდილობდი სიცილი არ ამტყდომოდა.
- რას მომშტერებიხარ? - ვეღარ მოითმინა მან და მკითხა.
-შენი მაისური არ მომწონს. - ვუთხარი.
- მაგას შენ მეუბნები? - ჩაიფხუკუნა. - შენს თავს შეხედე, ბიჭის მაისური გაცვია.
- მოდას სქესი არ აქვს ძამიკო. - ენა გამოვუყე მე და წამოვდექი. - დე, მივდივარ. ალბათ გვიანობამდე მომიწევს ჩემს მონსტრებთან ყოფნა და არ იღელვო. ხო მართლა, თედო, თეოსთან ხომ არაფერს დამაბარებ? - ვიკითხე და მაშინვე გავიქეცი სამწარეულოდან, რომ თედოს ნასროლი პურის ნაჭერი ამეცილებინა.
- დედა, შენს შვილს ფსიქიატრის დახმარება სჭირდება. - მომესმა მისი ნათქვამი.
- მართალია, ძალიან ადვილად ღიზიანდები ძამიკო, დამამშვიდებლებს გამოგიწერდნენ. - გავძახე და სახლის კარიც გავიხურ.
გრილი სადარბაზოდან პაპანაქება სიცხეში გასვლა არ მესიამოვნა, მაგრამ თეონა და გვანცა ალბათ უკვე მელოდებოდნენ და დაგვიანება სულაც არ იყო კარგი აზრი
ქუჩაში გამოვედი და თვალი გზის მოპირდაპირე მხარეს გამექცა.
ბოშა, ისევ ის ბოშა!!!
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев