ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დონეზე ვრჩებით. მე ყოველთვის ვცდილობ გუნდისთვის დახმარებას და ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ ძალიან კარგი სხვაობა გვაქვს, თუმცა წინ ბევრი შეხვედრაა ჩასატარებელი და "ატლეტიკოს" და "რეალის" დავიწყება არ შეიძლება. ახლა ჩვენ მთელი ყურადღება "ვალიადოლიდთან" შეხვედრაზე გადაგვაქვს, რათა საახალწლოდ კარგ განწყობაზე ვიყოთ".
პედრო როდრიგესი: "მადრიდის "რეალი" არ დანებდება. სხვაობა, რომელიც გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კვირა ჩვენთვის ძალიან კარგად წარიმართა. ყურადღების მოდუნების უფლება არ გვაქვს, ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგია. არის შეხვედრები, სადაც ბევრს ურტყამ, თუმცა კარში ბურთი არ შედის, შემდეგ კი 3 შეხვედრაში ძალიან ცოტას არტყამ და იტან ბევრს. "ვალიადოლიდი" ნებისმიერ მეტოქეს ურთულებს ცხოვრებას, თანაც იქ თამაშის დროს ძლიერი სიცივე იქნება. გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდი, ეს ძალიან მეხმარება".
ჩავი ერნანდესი: "მადრიდის "ატლეტიკო" თავს ძალიან კარგად იცავდა, ეს ჩვენთვის ძალიან რთული იყო. ჩვენ ლიდერები ვართ და ვიცით, რომ დიდი უპირატესობა გვაქვს. ჩვენ კარგ სიტუაციაში ვართ, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა, ამიტომაც მოდუნებისს უფლება არ გვაქვს".
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев