ამ ცხოვრებას საუკენედ ავიტანთ?!
თუ ვერ ვნახავ იმ ზეციურ სამყოფელს
მე გამიშვით უკვდავება რად მინდა!
იმ ქვეყანას წასულს ვერ მოვაბრუნებთ,
მე დავლიო? საუკუნედ ვიცოცხლებ..
არ მჭირდება უკვდავების წამალი
გამეცალეთ, გზები მე მაქვს სავალი..
უკვდავება მხოლოდ სულის ხვედრია,
სხეული კი მიწად დასარჩენია,
არც არაფერს არ ვნატრულობ მიწიერს,
წავალ იქით, სადაც თეთრი მთებია..
უკვდავების წყაროს ბევრი ნატრულობს,
ზოგს შვილი და ზოგს კი ძმა ჰყავს მკვდარია,
დამიჯერეთ, ის უდროოდ წასულნიც
შორს კი არა ჩვენ მახლობლად არიან!
უკვდავების წყალი მაინც რად გვინდა?
სულ მალე ხომ ჩვენც უფალი წაგვიყვანს
შევეყრებით გულით მონატრებულებს
და ცრემლები ორთავ თვალებს დაგვიწვავს.
იქამდე კი ყვავილები ახარეთ,
იასამნებს გუშინ ლურჯად აწვიმდათ,
მოეფერეთ ყველა თქვენი გულისას
მოიგონეთ ალუდაც ხომ წავიდა..
არ მომკვდარან, მხოლოდ დროებით სძინავთ..
ასე მჯერა და მიწოდეთ რაც გინდათ!
და მაინც მე არ მჭირდება ის წყარო
უკვდავება ამ მიწაზე არ ღირს რა!
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев