საღამომშვიდობისა ჩემო შათირიშვილებო,
საბოლოოდ გავიარეთ რეგისტრაცია სამების ტაძარში, უწმინდსი ღვთის წყალობით ჩვენს გვარს დალოცავს 24 თებერვალს (კვირა), დალოცვა მოხდება შემდეგი თამნიმდევრობით:
შაბათს (23 თებერვალს) 4:30 საათიდან 5:00 საათამდე საგვარეულო ხატს მივაბრძანებთ სამების დიდ საკათედრო ტაძარში (სასურველია ლოცვას დავესწროთ), ხატი დაბრძანდება საკურთხეველში, იკურთხება, ხოლო კვირას გვარის დალოცვის შემდეგ გადმოგვეცემა.
კვირას დილით სასურველია წირვის დაწყებისთვის ვიყოთ სამებაში, თუ ვინმეს არ შეგვიძლია, მაშინ 11:00 საათზე აუცილებლად მობრძანდით, გვარი დაილოცება წირვის შემდეგ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი:
ალბათ დამეთანხმებით, რომ გვარის დალოცვის შემდეგ, ქართული ტრადიციის შესაბამისად, უპრიანი იქნება სუფრით გავაგრძელოთ, რათა უკეთ გავეცნოთ ერთმანეთს.
ამისათვის მჭირდება თქვენი დახმარება (ნაკლები ხარჯით, ნორმალური სუფრა და ღონისძიება გავმართოთ):
თუ ვინმეს გაქვთ შეხება და დაგვეხმარებით ორგანიზებაში (სად გავაკეთოთ სუფრა, რას მოიცავდეს და რა ღირებულების იყოს მენიუ ) დამიკავშირდით ტელეფონებზე:
მაგთი 577 10 10 23 (პორტირებულია) გიორგი ;
გვარის დალოცვის შემდგომ 24 თებერვალს საღამოს იგეგმება გვარის შეკრება რესტორანში. მსურველებმა თან იქონიეთ 40 ლარი (1 კაცზე). თუ რაიმე შეიცვლება კვირას ადგილზე გაგაგებინებთ.
მოგესალმებით ჩემო შათირიშვილებო,
გაცნობებთ რომ, გვარის დალოცვა გადაწყდა ა.წ 24 თებერვალს (კვირას), ძალიან გთხოვთ, თუ ვინმესთვის მიგიწვდებათ ხმა, არ დაიზაროთ და შეატყობინეთ ყველას.
ყურადღებით იყავით, თუ შემთხვევით რაიმე შეიცვალა ფეისბუქით შეგატყობინებთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დამიკავშირდით ტელეფონებზე:
მაგთი 577 10 10 23 (პორტირებულია);
ჯეოსელი 577 11 88 45.
პატივისცემით:
გიორგი შათირიშვილი