ერთხელ უფალმა დედამიწაზე გადმოიხედა და ლამაზი გოგო და ბიჭი დაინახა. მოეწონა და ''სიყვარული'' უწოდა. რამოდენიმე წლის შემდეგ ისევ გადმოიხედა, დაინახა ის წყვილი და ''ერთგულება'' უწოდა. გავიდა წლები...უფალმა კიდევ მოინდომა მათი დანახვა; გადმოიხედა, ორი საფლავი დაინახა გვერდიგვერდ და ''მარადისობა'' უწოდა. იმ გრძნობას გაუმარჯოს, რომელიც სიყვარულით იწყება, ერთგულებით გრძელდება და მარადისობით მთავრდება.