სასწრაფო ინფორმაცია ყველასათვის:
-ქართველებო, მოგეხსენებათ, რომ უკვე წლებია, რაც მორწმუნეები იბრძვიან ე.წ. აიდი ბარათების წინააღმდენ. მაგრამ შედეგი კატასროფულია. ხელისუფლება ალტერნატივას არ უშვებს, საპატრიარქო ხმას არ იღებს. ხალხი კი ტკბილი ძილით მიექანება მოუსვლელისაკენ. აიდი ბარათი არის ჩიპიანი პასპორტი, რომელზეც გადავა თანხა, ფული მალე მიმოქცევაში აღარ იქნება, თქვენ გაქვთ ბანკის ვალები, ოჯახები სარჩენი გვყავს. იძულებულს გაგვხდიან, რომ ჩიპი ჩავიდგათ. მიკროჩიპები საქართველოშია უკვე და ცხოველებს უდგავენ. ჯერი ჩვენზეც მოვა, როგორც მოხდა ეს მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში. 2013 წლიდან ობამას მიერ გამოცემული კანონის თანახმად ამერიკაში მიმდინარეობს ყოველი ახალშობილის ჩიპიზაცია. ასევე იჩიპებიან მოზრდილნიც. ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ ვიბრძოლოთ. ამჯერად მშვიდობიანი მსვლელობით მივიდეთ საპატრიარქოსთან და ვთხოვოთ ერის მამებს დახმარება. ალტერნატივის დაშვების შემთხვევაში შეგიძლიათ, აიდი ბარათი გამოცვალოთ და აიღოთ ჩვეულებრივი პირადობები. ამით ფულის მიმოქცევა არ შეწყდება და ჩიპით ჩადგმის პროცესიც იქნებ აგვცილდეს. ვიბრძოლოთ ქართველებო. შაბათს 1-ლ ოქტომბერს, ვიკრიბებით საპატრიარქოსთან, 1ლ საათზე. თითოეულს გთხოვთ მოდით ჯერ კიდევ სანამ დროა, ერთად დავდგეთ ანტიქრისტეს წინააღმდეგ. ჩვენ მათ მივმართავთ ქართველი ხალხის სახელით.
მიმართვა საპატრიარქოს:- თქვენთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, ჯერ კიდევ წლების წინ, ბერი პაისი ათონელის გაფრთხილება, სწორედ აიდი ბარათებთან დაკავშირებით. მაგრამ თქვენ აირჩიეთ ნელ-თბილი დამოკიდებულება. მეტიც, ეკლესიებში დაგზავნეთ მსახურებად გზააბნეული კრავები, უფსკრულს გადაჩეხილნი და ეშმაკის სათამაშონი. საბედნიეროდ ღვთის წყალობით, გვყავნან წმიდანები, რომლებიც ღმერთის სიყვარულით ანთილნი, არასდროს ფარავენ სიმართლეს და არიან ქრისტეს მეომარნი. რომელთა დაუღალავი შრომითაც, ერი იღვიძებს და ფხიზლდება...
თქვენ უნდა ხედავდეთ აიდი ბარათების მიღებით, რა შედეგებს იმკიან მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში. აიდი ბარათზე დამოკიდებულებმა, ვერ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა, მიკრო ჩიპებზე და დაიწყო ამერიკაში, ობამას კანონით, 2013წლიდან, ყველა ახალშობილის ჩიპიზაცია. უახლესი მიკრო ჩიპი, არის თხელი, რომელსაც ცერა თითში უდგავებ, ასევე იდგმება შუბლზეც. ამით მამა გაბრიელის სიტყვები გვახსენდება, რომელიც ამბობდა, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი, სწორედ თითში ჩაიდგმებოდა. თუნცა ძველ მიკროჩიპებს ისედაც თითან სვავდნენ. მამამთავრები ვალდებულნი არიან წინ აღუდგნენ ამ სატანურ პროცესს. გავითვალისწინოთ, ისიც, რომ ჩიპები უკვე საქართველოშიცაა და ჯერ-ჯერობით, მიმდინარეობს ცხოველთა დაჩიპვა. ამას ადამიანების დაჩიპვაც მოჰყვება, როგორც მოხდა სხვა ქვეყნებში.
თქვენ უამრავი ხალხი მოგყვებათ, გთხოვთ, ნუ გადაჩეხავთ მათ ამ დაუნდობელ უფსკრულში. თქვენი ერთი სიტყვაც კი, ერს ფეხზე დააყენებს. ნუ გავცემთ დუმილით ქრისტეს. ვიბრძოლოთ და ვერცერთი ხელისუფლება თქვენ წინ ვერ აღგიდგებათ. ერი ფეხზე დადგება და ამ პროცესს ფესვებიდან თუ ვერ ვძირკვავთ, შევებრძოლებით მაინც და ღმერთი იქნება ამ ომში ჩვენთან. ჩვენი მოვალეობაა ანტიმართმაფიდებლური პროცესი შევაფერხოთ და თუ შესაძებელია ვუარყოთ ჩიპიანი პირადობები. ახლა აუცილებელია ალტერნატივა მაინც იქნეს დაშვებული. ამ გზით ჩვენ გვექნება საშუალება ვარჩინოთ ოჯახები და შევინარჩუნოთ მოქალაქეობრივი უფლებები. გთხოვთ იბრძოლეთ ქრისტეს სახელით. სამშობლოსათვის და ქართველობისათვის.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев