მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!”
"ფერნაცვალები უფალი განბრწყინდა და ღირსება და ნათელი იგი გამოაჩინა და კვალად მოვალს, ვითარ იხილვა მთაზედ მოწაფეთაგან... რამეთუ ფერი იცვალა ქრისტემ, თანახმად ღმრთისმეტყველთა, მაგრამ არ მიჰმატებია ნათელი, რომელი არ ჰქონდა, არცა შეცვლილა იმად, რაიცა არ იყო, არამედ ესრეთ დარჩა, ვითარ გამოუბრწყინდა საკუთართა მოწაფეთა, აუხილა მათ სახედველი და ბრმათა თვალისჩინი მოიმუშაკა". (წმ. გრიგოლ პალამა, მთავარეპისკოპოსი თესალონიკისა, XXXIV ჰომილია)