გრიგოლ ღმრთისმეტყველის თქმით, წმ. წერილი არის ანგელოზთა პური, რომლითაც საზრდოობენ ღმერთის სიყვარულით ანთებული სულები. ყველაზე მეტად ახალი აღთქმა და ფსალმუნი იკითხე: ამ გზით ხდება გონების განათლება – მისი განახლება საღმრთო განახლებით. თავი ისე უნდა განსწავლო, რომ გონება წმინდა წერილს საკუთარ სტიქიად აღიქვამდეს; მუდამ წმინდა წერილით იხელმძღვანელე და მის მიხედვით წარმართე შენი ცხოვრება.
ქართული ენა უფლის ენაა <3
მშვენიერი ენაა, ზუსტი და მოქნილი, ორიგინალური. ქართული ენა ღმერთების ენათ წოდებული ენაა ენათა შორის , ორთოგრაფიული თვალსაზრისით პირველია მსოფლიოში , მსოფლიოში 14დამწერლოიდან ერ-ერთი ქართულია , ქართული ენა გენიალურია !
ქრისტე სიმდაბლით ცხოვრობდა – დღევანდელ ქრისტიანებს უყვართ სიამაყითა და დიდებულებით ცხოვრება. ქრისტე ყველას სიწრფელითა და უბრალოებით ექცეოდა – დღევანდელი ქრისტიანები ყველას მზაკვრობითა და ცბიერებით ექცევიან. ქრისტე ისეთი სიგლახაკით ცხოვრობდა, რომ თავის მოსადრეკიც არსად გააჩნდა, იმის მიუხედავად, რომ შეეძლო ყველაფერი ჰქონოდა, როგორც ყოველთა უფალს – დღევანდელი ქრისტიანები იმაზე ფიქრობენ და ზრუნავენ, როგორ შეაგროვონ დიდი სიმდიდრე, და შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მთელი მსოფლიოს სიმდიდრეს დაიუნჯებდნენ. ქრისტე, ყოველგვარი თაყვანისცემისა და დიდების ღირსი, გაურბოდა პატივსა და დიდებას, ხოლო აწინდელი ქრისტიანები მთელს ძალასა და მონდომებას იქით მიმართავენ, რომ ამ სოფელში მათ ეთაყვანებოდნენ და ადიდებდნენ.
რჩევა-დარიგებებს გვაძლევს, მეტეხის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა აკაკი (მელიქიძე).ლოცვის მადლილოცვა დიდი ძალის და მადლის მატარებელია. როდესაც ადამიანი ღრმად ლოცულობს მას შეუძლია ნებისმიერ კეთილ საქმეს შეეჭიდოს და ძლიე...
მე მჯერა, რომ არაფერია იესოზე უფრო მშვენიერი, ღრმა და სრულყოფილი. შეუძლებელია ამქვეყნად მისი მსგავსი არსება ოდესმე დაბადებულიყო, ანდაც მომავალშიც დაიბადოს.
ისინიც კი, რომლებიც ქრისტიანობას უარყოფენ და აკრიტიკებენ, გულის სიღრმეში იესოს იდეალის მატარებლნი არიან.
ჩემი წარმოდგენები იესოზე სულაც არ არის ბავშვური. ჩემი რწმენა იესოს მიმართ ნაყოფია გრძელი და მტანჯველი ეჭვებისა და ძიებისა“.
- თეოდორ დოსტოეევსკი