1976 წლის 16 სექტემბერს კაშხლის პირას მიმავალი ტროლეიბუსი წყალში გადავარდა და დახრჩობისთვის განწირული 92 მგზავრი ფსკერისაკენ წაიყოლა.
ამ დროს ტბის ირგვლივ თავის ყოველდღიურ გარბენს ასრულებდა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ცურვაში შავარშ კარაპეტიანი. მან შეამჩნია უბედური შემთხვევა და ამღვრეულ წყალში გადაეშვა. შემდგომ ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია იმის გაკეთება, რაც მან შეძლო. ფეხებით ჩაამსხვრია ტროლეიბუსის უკანა მინა და დაიწყო გონდაკარგული მგზავრების გამოთრევა. 20 წუთი დაჰყო ყინულიან წყალში და 20 სიცოცხლე გადაარჩინა… თუმცა სინამდვილეში მან მეტი მგზავრი ამოიყვანა, მაგრამ გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ყოველი ამოყვინთვის შემდეგ ჩანდა, თუ როგორ ემატებოდა სხეულზე მინის ნამსხვევებით დ