უცებ ცივი ხელები შემეხო!!! შევკრთი მოვბრუნდი და...ჩემს წინ სიკვდილის ანგელოზი მიღიმოდა...ვიცანი...ცოტა დავიბენი...ხელი ჩამკიდა...მინდოდა უარი მეთქვა გაყოლაზე...ვერ შევძელი...ცოტა რომ გავიარეთ...მანქანაში ჩემი უსულო სხეული დავინახე...ტირილი მომინდა...არმინდოდა წასვლა...ვთხოვე ცრემლიანი თვალებით უკან გავეშვი...თავი გააქნია უარყოფის ნიშნად...მითხრა გელოდებიანო...მაგრამ სახლში დედაც მელოდება...ვუთხარი ტირილით...ვერა ვერ გაგიშვებ...და მაგრად ჩამეხუტა...ჩვენც კარგები და ლამაზები გვიყვარს...ეღიმებოდა სიკვდილის ანგელოზს...დედა...დედა მელოდებაა!!!წავიდა აღარავის ესმოდა მისი ხმა და ძახილი((((ავტ:ნათია...2016წელი
...ხმლის ნატეხს კბილით ლესავდე,
სჭამდე, ვერ გასძღე, გშიოდეს,
წყალთან იდგე და ვერ სვამდე,
გკაფავდენ,არა გტკიოდეს.
დაგმეხონ,ალი აგვარდეს.
გული გველივით წიოდეს.
სისხლის მაგივრად შუბლიდან
შხამ - გესლი ჩამოგდიოდეს.
ცრემლი გდიოდეს, დაგიშრეს,
თვალებში ცეცხლი ღვიოდეს.
ომში შეხვიდე, არ მოკვდე,
ვერც მთელი გამოდიოდე.
შეირხე - ყვავილთა ნაცვლად
ქვა - ღორღი ჩამოგდიოდეს.
ინაცრებოდე, ვერ გასთბე,
სკდებოდე გვამში გციოდეს.
თუ არ მამულის ტკივილი -
მამულს!
შენ არა გტკიოდეს!
ტარიელ ხარხელაური