რა უფლება მაქვს სხვა განვიკითხო, როცა არ ვიცი ჩემში რა ხდება, მე ჩემი სულის სიმძიმე მყოფნის და არც ის ვიცი წინ რა დამხვდება, ყველამ ჩვენ ჩვენი ვატაროთ ჯვარი, სანამ განკითხვის ჟამი დადგება, ისე იცხოვრეთ როგორც თავად გსურთ, თქვენი განკითხვა არ მევალება, ცოდვებს საჯაროდ ნუ გამოიტანთ, ეს არაფერში, ჩვენ არ გვადგება, სხვის ცოდვებს მხრებზე ნუ აიკიდებთ, ამით ხომ, მხოლოდ, სული წახდება, უფალმა მოგვცეს შენდობა ყველას, ურწმუნოა თუ სწამს ღვთის ხატება, განსჯის უფლება მხოლოდ მასა აქვს, ვინც სასუფევლის კართან დაგვხვდება
შენი სილამაზე, წვივიდან წარბამდის, ლურჯი სილაჟვარდის და მზის სადარია.
ტოტებდახუნძლული, ნაყოფგადამსკდარი, შენი მკლავების და მკერდის ხანძარია. შენი გაღიმება, წითელ ტუჩთა ბზარი, ქვაზე დამსხვრეული ლალის სადარია. ქარით დაზნექილი ხეთა განაბწკარი, შენი წაბლისფერი წამწამთა ჯარია. გვერდი ჩამიარე, ლექსი მოგიძღვენი, გულმა დაიკვნესა:
Комментарии 38
18:57შენი სილამაზე,
წვივიდან წარბამდის,
ლურჯი სილაჟვარდის
და მზის სადარია.
ტოტებდახუნძლული,
ნაყოფგადამსკდარი,
შენი მკლავების და
მკერდის ხანძარია.
შენი გაღიმება,
წითელ ტუჩთა ბზარი,
ქვაზე დამსხვრეული
ლალის სადარია.
ქარით დაზნექილი
ხეთა განაბწკარი,
შენი წაბლისფერი
წამწამთა ჯარია.
გვერდი ჩამიარე,
ლექსი მოგიძღვენი,
გულმა დაიკვნესა:
ღმერთო,რა ქალია!
მაგარია!
პასუხი