მათხოვარ ბერს თუ, ღაჟღაჟა აბატს
ყმაწვილს, შემოსილს ტრფიალის სენით,
გოგოს, რომელსაც ლამაზი კაბა
შემოსტკეცია ტანზე, და შვენის.
ქუჩის მასხარას, შემოსილს ჭრელად
თაღლითს თუ არიფს, მჭმეველს თუ მჭამელს,
უკანასკნელად მივყვირი ყვთლას
შემინდეთ ვისაც შეგცოდეთ რამე.
.
ქალებს, რომლებიც ქუჩაში დგანან,
და კერტებამდე აჩენენ ჯიქნებს,
შარის საძებნად გამოსულ განაბს,
კარტის მწყობელს თუ შიგნების მშიგვნელა.
ჯამბაზს, რომელიც მიათრევს ზელანს
ლოთებს, რომლებიც ლოკავენ ჯამებს
უკანასკნელად მივყვირი ყვთლას
შემინდეთ, ვისაც შეგცოდეთ რამე
.
მათ კი, ვისთანაც მართლებიც ვტყუით,
ვინც წიხლით გვტენა სოდორის გვიმრში,
ვის გამოც, პურის გამხმარი ყუით
ბინძურ საკანში, ვებრძოდით შიმშილს..
თუმცა ვკვდები და, რა მათთვის მცხე