რა აზრი აქვს
რა აზრი აქვს გქონდეს სახლი თუ ის არის ცარიელი
რად დებ ალბომს მაგიდაზე
თუ არ დაათვალიერე
რა აზრი აქვს სახლში სარკმლებს
ან რად გინდა მასში კარი
თუ წლებია ცხოვრობ მარტო
და არ მოგდის შენ სტუმარი
რა აზრი აქვს დიდ აივანს
თუ მასზე არ ცელქობს ბავშვი
თუ არ კიდებ საქანელას
მაგდენი არ მოგდის თავში
რა აზრი აქვს გქონდეს ბაღი
სადაც ხარობს ბევრი ხილი
თუ არავის უზიარებ
თუ არა ხარ შენ კეთილი
რა აზრი აქვს ეზოში ჭას
თუ არ ამოიღე წყალი
თუ კრანს უშვებ ჭიქას უშვერ
მაშ ყოფილხარ შენ საწყალი
რა აზრი აქვს გქონდეს ვაზი
და არ წურო მისგან ღვინო
ეს იმას ჰგავს გყავდეს ვაჟი
და დაარქვა შენ მას ნინო
რა აზრი აქვს გყავდეს ძაღლი
თან აბავ რომ არ გიკბინოს
ან და შიშობ არ გაგექცეს
ან ეზოში არ ირბინოს
რა ა
ღამე
აღარ მეძინება მე კარგა ხანია
მთვარეც გადავღალე ტყუილად ამოსვლით
ტყვილა კაშკაშებენ ცაშიც ვარსკვლავები
და კვლავ რომ იბრწყინონ აღარც კი გამოსდით
აღარ მსიამოვნებს მე ღამის სიჩუმე
აღარ ველოდები ვარსკვლავთა ცვენას
აღარ ვიხიბლები მზის ჩასვლის ფერებით და
არ ვეტრფი მთვარის და ღრუბლების ხვევნას
ვეღარც მზის სხივებს ვგრძნობ დილით ძველებურად
აღარც ბალახია თურმე ნამიანი
დილით ნაზი სიო გვეალერსებოდა
ეხლა გაბრაზდა და გახდა ქარიანი
მივხვდი დამათენდა მეც ამასობაში
ისევ ჩაიქროლა კიდევ ერთმა ღამემ
ეხლა დავაკვირდეთ დღის შუქს მზის სხივიანს
იქნებ დღისით მაინც გაგვაკვირვოს რამემ
გიჟ/პოეტა