&&&
მას შემდეგ, რაც უფალმა ფერი იცვალა თაბორის მთაზე, 20 საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ დღემდე, ყოველ 19 აგვისტოს, მზიან, უღრუბლო ამინდში ამ მთას თეთრი, ქათქათა ღრუბელი ადგება, რომელსაც იქ მყოფი მორწმუნეები ხელით ეხებიან.
წირვის დასრულების შემდეგ კი ღრუბელი ნელ-ნელა იფანტება. იგი კიდევ ერთხელ ახსენებს ადამიანებს იმ სახარებისეულ ღრუბელს, რომლიდანაც გაისმა ხმა მამისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი…"
იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება:
აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა,
ნათლისღებას (19 იანვარს) მდინარე იორდანეს უკუქცევა
19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.