1971 წლის 23 მაისს დაიბადა კამანის გმირი - ზურაბ გურჩიანი. გთავაზობთ მის წერილის, რომელიც მამას დაუწერა: "გამარჯობა, საყვარელო მამიკო! როგორ ხარ, ხომ ხარ კარგად? კარგადაც მიმყოფოს შენი თავი ღმერთმა. მამიკო, რა არი?! მესმის შენი, გედარდები, მაგრამ მთლად ასე არ უნდა დაეცე. ვისი შვილი არ წასულა ომში. მამი, მე ვერ დაგპირდები დღეს და ხვალ ჩამოსვლას, მაგრამ დაჯის ქორწილში ჩამოვალ. ასე რომ, ნუ დარდობ და, თუ ღმერთი გწამს, მიმიხედე დედას. მამიკო, დედა სულ მეკითხება მიზეზს აქ წამოსვლისა. მამიკო, მე გეტყვი შენ ერთ რაღაცას. შარშან ბიჭებმა ვთქვით, თუ ომი დაიწყო, გულდედალი იყოსო, ვინც არ წავიდესო. აქ რომ ჩამოვედი, ის ბიჭები, ყველანი, გვარდიაში იყვნენ და იყვნენ პირველი დღეებიდანვე. ერთი ჩემი ამხანაგი მოკლე