ქალი რომ ხარ,უნდა შეძლო დედოფლობა,
ქარვისფერი ბაღი ქარგო ნაზად...
წვიმიანი შეაჩერო შემოდგომა-
წაგება არ მოგივიდეს აზრად!..
წვიმას ცასთან მოუხერხო დაზავება,
თეთრ მანდილად ჟღერდეს შენი ფრაზა...
იდედოფლო და ყოველთვის გაიმარჯვო-
ბედსაც აღარ დაუტოვო სხვა გზა!..
ქალი რომ ხარ,უნდა იყო ერთადერთი,
შენს სამეფოს გალავანი ახლავს?!
ბოროტებამ ვერ დაგაკლოს ვერაფერი-
მტრედს ატანდე სასიკეთო ამბავს...
შემოდგომის ბაღში ჩიტი გიგალობდეს,
მიწად გფენდეს ბროწეული ატლასს...
ყოველი დღის გათენება გიხაროდეს,
შურდეს შენი ვარდებსა და ზამბახს...
........................................................................
ქალი რომ ხარ,უნდა შეძლო დედოფლობა,
ქარვისფერი ბაღი ქარგო ნაზად...
წვიმიანი შეაჩერო შემოდგომა-
წაგება არ