გთხოვთ, ეს წერილი დამიბეჭდეთ! მინდა, ემიგრანტ ქალებს ჩემი ხმა მივაწვდინო და, სხვათა შორის, ურიგო არ იქნება, ამ ამბავს ზოგ–ზოგიერთები საქართველოშიც თუ წაიკითხავენ. თქვენი ჟურნალი დიდხანს მასაზრდოებდა უცხოობაში, უცხო ქვეყანაში მყოფს და ამიტომ, როგორც ჩემიანს, ისე გწერთ, როგორც ახლობელს, ისე გიშლით გულს.
წლების წინ მეც გავუყევი ემიგრანტთა გზას საბერძნეთში. მაშინ 52 წლის ვიყავი. ვინც ასეთი ქალების ცხოვრებას იცნობს, ის კარგად მიხვდება, რისი გადატანა მომიხდებოდა. ციხეშიც კი მოვხვდი, როგორც არალეგალი და ქართველებმა მიშველეს. უამრავი რამ გადამხდა თავს. თვეობით უმუშევარი ვიყავი. რამდენჯერმე ქუჩაშიც კი გავათენე, როგორც მაწანწალამ, ბევრჯერ საჭმელიც კი არ მქონია, მაგრამ ყველაფერს გავუძელი. ენაც ვისწავლე
დედის მწუხარება...
ცა და ქვეყანა ჩამოიქცა ჩემთვის, როდესაც შენი შემზარავი ამბავი გვამცნო ტელევიზიამ. იმ წამს ვიფიქრე, თავი რატომ გაწირა - მეთქი, გონს რომ მოვეგე, მივხვდი, სხვაგვარად ვერც მოიქცეოდი, შვილო. შენ, სრულიად პატარა ბავშვმა, მოახერხე ის ანგელოზი გადაგერჩინა, სანაცვლოდ კი საკუთარი თავი გაგეწირა. წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად წახვედი, მჯერა, წმინდანმა უფლის გვერდით მიგიჩინა ადგილი. რა ვქნა, დედი, სული მტკივა და გული მეწურება... გმირი შვილი გყავსო, საუკუნის გმირი- მანუგეშებენ, მამხნევებენ, დედი! ყოველთვის ასე იყო, შვილო, ბავშვობიდანვე ყველაფერი საოცრად გეჩქარებოდა, შავ-ბნელი სიკვდილიც როგორ ჩქარა მოვიდა შენთან. ვამაყობდი შენით, დღეს კი-ათჯერ მეტად, შვილო! შენი ვაჟკაცობის ამბავი მთელ