შენ გაზაფხულის სურნელებას მოჰყევი დედი, რომ შენს გარეშე იებს მოსვლა ვერ გაებედა. სხვა სილამაზე არრა არის ამაზე მეტი, თვალებიანად რომ მიღიმი ყოველთვის,დედა! რომ ფაქიზ სულში დაცურავენ აისბერგები, მზე და ღრუბლები, ოცნებები, ნატვრები, მე და ... ისე დიდი ხარ, არასოდეს არ დაბერდები, ისე წმიდა ხარ, როგორც ლოცვა , ძვირფასო, დედა! მე ჩენს ბავშვობას სარკესავით ვუმზერ თვალებში და მეშინია შემოპარულ თმაში ჭაღარის... შენ დაიბადე უსასრულო ოკეანეში, ჩემი ბავშვობა უტიფარი, აი, აქ არის. მოვალ ისე,რომ მოგიტანო მთელი სამყარო, გითხრა ის, რასაც ვერასოდეს გიმღერებს გედი. მე ნაადრევი გაზაფხული მინდა გახარო: -ყოჩივარდები შემოსულა, შეხედე, დედი! შენ ოქროსყანის სურნელებას მოჰყევი, თითქოს, რომ შენს გარეშე იებს მოსვლა ვ
გზაში მათხოვარმა ხელი გამიწოდა, დამეხმარეო, მთხოვა, ბინძურ სამოსში თავი ჩამალა და თხოვნას მოაყოლა ოხვრა. მცივა ვკანკალებო, მშია მაჭამეო, იქნებ არ დარგრჩეო ვალში, ზურგს ნუ შემაქცევო, ოჯახს მილოცავდა, თვალს არ მისწორებდა თვალში. მე კი უტიფარი მზერა გავაყოლე, გულზე არ დავუშვი თხოვნა, რადგან ძნელი არის ამდენ მათხოვრებში ნამდვილ მათხოვარის პოვნა, მერე ეკლესიის ხატებს მივაშურე, ლოცვას ვჩურჩულებდი გულში, უცებ უხილავი ხმები შემომესმა, რაგაც ჩამჩურჩულეს ყურში. უფლის ხელი ვიგრძენ მხრებზე შემეხო და შიში შემეპარა ხმაში, შენ რომ იმ მათხოვარს თვალი აარიდე, ის მე ვიყავიო მაშინ. გული შემეკუმშა, სული დამეხშო და სისხლი გამიჩერდა ძარღვში. ასე გამომცადა გზაში უფალმა და ცოდვა დამანახა წამში.
შენ ფეთქავ ჩემში
შენი პატარა,პაწია გულით,
ასე მგონია ყველაფერს ხედავ
ყველაფერს იგებ შენივე სული..
ჩვენ ერთი პულსით მივრეკავთ Dგეებს
და წუთებს ვითვლით დაბადებამდე,
გათენებამდე ბობოქრობ ჩემში
და ძილს ეძლევი დაღამებამდე..
მაოცებს შენი ყოველი ბიძგი,
Gამოძახილს რომ წააგავს ასე,
მე ახლა უფრო მინდა სიცოცხლე,
შენი სახე რომ დავხატო ცაზე..
დავხატო შენტვის,შენით შენამდე
და გავაღმერთო, Gმერთი ძალიან,
რადგან ის მადლი შენახარ ჩემში,
რამაც ბოროტი ყველგან დალია..
აქრობ თვალებზე ცრემლებს მდინარეს,
ბრაზს ფანტავ ჩემშიო ჩემო პარატა
არ მეშინია უკვე არაფრის
დაველოდები მე ჩემს ჭაღარას..
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,
ძლიერ ყველაზე მეტად,
სხვა სიყვარულად ითქმის,
შვილისთვის ყოფნა დედად..
მე დაგიკოცნი ხელებს,
მძინარეს ლა
წლები ვერ ერევა მხოლოდ შენს სიყვარულს,
მასთან უძლურია ბედი,
როცა შენთანა ვარ აღარ მეშინია,
აღარც მეტირება დედი.
მოდი წამიყვანე ისევ ბავშვობაში,
თორემ გამიძნელდა ხედვა,
შენი ნაამბობი ზღაპრის სამყაროში
ისევ დამაბრუნე დედა.
მიყვარხარ.. მიხარიხარ.. მესამყაროები.. მეამაყები.. გრძნობა გონების გარეშე.. გრძნობა საზღვრებს გარეშე.. გრძნობა, მე, შენ და სხვა არაფერი.. მიყვარხარ.. მე შენ გგრძნობ.. მე შენით ვსუნთქავ.. მე შენით ვარსებობ.. მე შენზე ვლოცულობ.. მე შენ მზეს გადარებ.. მე შენ მიყვარხარ.. შენ ხარ ჩემი სიცოცხლე.. ჩემი სამყარო და ჩემი ჰაერი და ჩემი მზე და ჩემი გათენება და ჩემი ფიქრი და ჩემი სიყვარული ხარ.. მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად.. შენ ხომ იცი, როგორ მიყვარს მზე.. დიდი, თბილი და ყვითელი.. მანათობელი და მაცოცხლებელი.. მე უკვე მზეზე მეტად მიყვარხარ.. მიყვარხარ და ასე მგონია, ჩვენი სიყვარული დედამიწას ატრიალებს.. მიყვარხარ და სამყარო ჩემი მგონია.. მიყვარხარ და სიცოცხლე მიხარია.. მიყვარხარ და მიყვარხარ და მიყვარხარ.