"რომ შემეძლოს, თქვენს სიკვდილსაც მოვიპარავდი"...
............
წასულთა სევდა…
მე ისევ თორნიკე ჭელიძის განწყობებში ჩავრჩი, მთელი დღეა ტრანსპორტში, ქუჩაში სამსახურში, სადაც დროს გამოვნახავ კრებულს ვფურცლავ და ერთ ლექსთან განსაკუთრებულად დიდხანს ვჩერდები.ჩემი კლასელი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა,ბავშვობისას, სკოლის ასაკში,
ტბაში დაიხრჩო.მხოლოდ სახელი მახსოვს მისი;
გურამი ერქვა.
ვეღარ ვიგონებ,
რა უყვარდა, როგორ სწავლობდა,
ერთხელ მაინც, თუ გვიჩხუბია…
იქნებ ჩემი ძმაკაციც იყო.ორ ადამიანს მახსენებს, რომლებსაც არც კი ვიცნობდი და სწორედ ეგ დარდი მაქვს, რომ მათი გაცნობა, დამეგობრება და სიყვარული ვერ მოვასწარი. მთას ბოლო წლებში ბევრი რამ სტიკივა და აწუხებს, უადამიანობა, გაუკაცურებული სოფლები, ნასოფლარები და ნასახლარები სტკივა, ბარში კი შიში გვაქვს, რომ ერთხელაც ხევსურეთში წასულებს ნახევსურალი დაგვხვდება. ამდენი სადარდებელის მიუხედავად, მაინც მგონია რომ დაიურების ტრაგედიის შემდეგ, რომელზეც წერა უბრალოდ არ შემიძლია, ის ორი ხევსური ყველაზე მეტად სტკივა დღეს მთას, ქეთელაურების და ჭინჭარაულების ტკივლი სტკივა ხევსურეთს და ხევსურებს.მთების სიყვარული ჩამოგვიტანეს, დაუოკებელი და ჯერ ვერგადაშენებული სული ჩამოგვიტანეს ბარში, მერე კი წავიდნენ ტკივილი დატოვეს, მათი მეგობრების შემხედვარეს მეშინია და მიხარია კიდეც ალბათ, რომ არ ვიცონბდი, რომ ვერ მოვასწარი მათი გაცნობა და შეყვარება…მაგრამ ერთი დარდი მაქვს იქნებ სიცოცხლეშივე ვიცნობდი და ვერ დავაფასე… იქნებ ქუჩაში მხვდებოდნენ და ჩემს ფიქრებში გართული ყურადღებას არ ვაქცევდი… იქნებ მიყვარდნენ კიდეც და არ ვიცოდი… იქნებ ჩემ სახლშიც მოდიოდნენ სხვა მთაზე შეყვარებულ ბიჭებთან ერთად, იქნებ ჩემს სახლშიც უმღერიათ… თუ მათი მეგობრები დადიოდნენ ჩემს ძმასთან, იქნებ ერეკლე და ალუდაც იყვნენ ერთხელ და მე ყურადღება არ მივაქციე. იქნებ ჩემს ძმაზე უმიზეზოდ გაბრაზებული ოთახიდანაც არ გამოვედი, იქნებ გამოვედი მაგრამ ისე გულთბილად არ მივესალმე როგორც სხვებს, იქნებ რაიმე ვაწყენინე. სულ მინდა ვკითხო ჩემს ძმას ისინი შენი მეგობრბი ხომ არ იყვნენ და ჩვენთან ხომ არ მოდიოდნენთქო და მეშინია… არადა ვიცი რომ იყვნენ, მაგრამ ვერ ვიხსენებ მათ სტუმრობას ჩვენთან. მათ ხმებს ჩემს სახლში, არ მახსოვს და ამიტომაც მაქვს მათი დარდი, წასულთა სევდა…
...............
დღეს ერეკლე ჭინჭარაულის დაბადების დღეა... <3
28-ის გახდებოდა... ზუსტად იმხელა რამხელაც წესით ალუდა უნდა იყოს...
2014 წლის 1-ელ იანვარს მომხდარმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა - არხოტში 26 წლის ერეკლე ჭინჭარაული გაიყინა. პირველ იანვარს არხოტის მესაზღვრეებისთვის მიულოცავს ახალი წელი. იქიდან წამოსულს მორყეულ ხიდზე ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა. 8 კილომეტრი იარა, სოფლამდე ერთი კილომეტრიღა იყო დარჩენილი, რომ ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შეძლო. თანმხლებმა კოცონი დაანთო, მაგრამ...
ერეკლეს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ოჯახმა შეიტყო, რომ მას ვაჟი ეყოლა... ერეკლეს სიკვდილის შემდეგ კი ჭინჭარაულებმა აზერბაიჯანელი ბავშვი იშვილეს და ზრდიან...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2