ზამთარს გარინდული შემოდგომა პირზე შეეყინა,
ფერი შეეცვალა ჩემს ხასხასა, ნაცნობ პეიზაჟებს,
ალბათ ცხოვრებაში სულ პირველად მაშინ შემეშინდა,
როცა მოფარფატე ფიფქებმაც კი აღარ შემიბრალეს.
ისე დამათოვა,როგორც მიტოვებულ მერცხლის ნასახლარზე,
მარტოს,უსუსურს და უბინადროს ზამთრის სიცივეში,
ყველა მიიმალა,მარტო დავრჩი,როგორც დამნაშავე,
რადგან გზა ვერ ვპოვე,ვერც მეგზური ასე ვიყინები...
როდის გაიდარებს,რომელ თვეში,რომელ გაზაფხულზე?!
ჟამით გახუნებულ,გადაცრეცილ ტილოს დავემსგავსე,
თითქოს მხატავდნენ და ვერ დამხატეს,აღარ დამასრულეს,
ისე შემატოვეს,მოწყენილი შავ-თეთრ საღებავზე...
და მეც უფერული ამ ბობოქარ ზამთარს ვემიჯნები,
ასე გადაღლილს და ასე მიტოვებულს ყველა მემართლება,
მიმქრალ ოცნებებსაც,დროში დაღლილს ვერას შევ