არის ხოლმე დღეები, გადასატანი დღეები, რომლებიც უნდა გადაიტანო. შენთვის ფიქრობ- დღვანდელ დღესაც გადავიტან და არ მოვკვდები. მოდი, კიდევ ერთ დღეს გადავიტან და მერე შეიძლება ეს გადასატანი დღეები მთლიან კვირად იქცეს და ზოგჯერ იმდენია და ისეთი მძიმე ეს გადასატანი დღეები, რომ გინდა მთელი ძალით იყვირო, იყვირო ბოლო ხმაზე, ხმის იოგების დაწყვეტამდე. საკუთარმა ხმამ რომ არ დაგაყრუოს, ყურებზე ხელი უნდა აიფარო. მაგრამ არ ყვირი, შიგნით იბრუნებ წყენას, ტკივილს, გაბრაზებას, სიტყვებს. რადგან კითხვაზე- როგორ ხარ? მხოლოდ ერთი სწორი პასუხი არსებობს- კარგად.
და როცა ასეთი გადასატანი დღეები გადაივლის, ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებ და საკუთარ თავს გამუდმებით უმეორებ- უნდა გაგრძელდეს, ყველაფერი უნდა გაგრძელდეს…!!!