2024/05/16
„IQ“, „ქოცო“, „სირცხვილი“ – ამ შეძახილებით შეაცილეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე უნივერსიტეტის შენობასთან შეკრებილმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობაში, რომელიც მანამდე უნივერსიტეტის ეზოში პროტესტის ნიშნად შეკრებილ სტუდენტებთან სასაუბროდ მივიდა.
სტუდენტები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს დილიდან აპროტესტებენ, ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში იყვნენ შეკრებილები. სწორედ შეკრების მიზნის გასარკვევად მივიდა მათთან რექტორი დავით გურგენიძე, რომელმაც სტუდენტებს კითხვით მიმართა, თუ რატომ ყვირიან, რადგანაც უნივერსიტეტში ახლა, ლექცია მომდინარეობს.
„რატომ უნდა იყვიროთ, ლექციები მიმდინარეობს. ყველაფრის უფლება გვაქვს? ანარქია გვაქვს? იმ ჩემ თითოეულ აბზაცს, თითოეულ ასოს მხარს ვუჭერ. ეს არის თქვენი გამოხატვის თავისუფლება, მიყვარხართ. არ არსებობს ის თემა, რომ შენ სხვა აზრზე ხარ და მე სხვა აზრზე ვარ, ვილაპარაკოთ. მე ვალდებული ვარ, სასწავლო პროცესსა და მეცნიერებას ორგანიზება გავუკეთო, ვალდებული ვარ, რომ სასწავლო პროცესი არ ჩავშალო. 24 000 სტუდენტი მყავს, ყველა სხვა აზრი აქვს და როგორ ვქნათ?
სად არის რუსული რეჟიმი? არ არის რუსული რეჟიმი! კანონი რუსული არ არის, ქართულია”, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
გურგენიძის ამ განცხადებას, სტუდენტების შეძახილები მოჰყვა: ”სირცხვილი, სირცხვილი”.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 17
Sheni azrit ratom aqvt yvela qveyanas migebuli mat shoris amerikasac da bevrad mkacri kanonebi.da rato ar unda miigos saqartvelom