Предыдущая публикация
ჩემს ლამაზ სოფელში ლამაზი, პურ-ღვინიანი, ხალასი იუმორის მქონე ბრძენი ხალხი ცხოვრობს. უჭირთ თუ ულხინთ, იუმორის გრძნობას არ კარგავენ.
სისხამ დილით თუ დაგინახეს, - რავა ღორის გამოშვებამდე ამდგარხარო, - გეტყვიან.
თუ ცოტა მოგვიანებით ადექი, - ვინ მოგდევდა, ძილი დაგესრულებიაო, - გაგკენწლავენ.
თუ ხშირ-ხშირად დამინახავდნენ ჩასულს, - "პრავადნიკად" ხომ არ დაგიწყია მუშაობაო..
თუ დამიგვიანდებოდა ჩასვლა,
- წამოი, დედაშენს და მამაშენს გაგაცნობო..
ანდა - რეიზა ჩამოი, ჯემალი, ფული გაგითავდა თუ ფქვილიო..
ჯემალ ჭკუასელის მოგონებებიდან
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев