თუ ერთმანეთი არ გვეყვარება ყველაფერს ფასი დაეკარგება;
აღარც ქრისტეშობას ექნება აზრი,არც აღდგომას,არც ყოველდღე ზიარებას და არც ხშირ აღსარებას.
გვახსოვდეს რომ ქრისტიანობის არსი სიყვარული და პატიება
...სიყვარულში ორი არჩევანი გაქვს - ერთია მიიღო ვინმე ისეთი, როგორიც არის და მეორე - წახვიდე. შუალედი არ არსებობს. არ არსებობს გარიგება, მოლოდინი და შეყვარება. უბრალოდ არჩევანია იქ ყოფნა ან არ ყოფნა. ნებისმიერი რამ მათ შორის, არის დაღლილი, თვითდაინტერესებული საბაბი სიყვარულისთვის...
ჰეიდი პრიბი
მე მჯერა ვარდისფერი ფერის. მჯერა, რომ სიცილი კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალებაა. მჯერა კოცნის, ბევრი კოცნის. მჯერა ძლიერად დარჩენის მაშინაც კი, როცა ყველაფერი ცუდად მიდის. მჯერა, ბედნიერი გოგონები ყველაზე ლამაზები არიან. მჯერა, რომ ხვალინდელი დღე კიდევ ერთი ლამაზი დღეა და მე მჯერა სასწაულების.
ოდრი ჰეპბერნი
დედა-შვილობა !!!...
იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, როდესაც მაშველებმა ახალგაზრდა ქალის სახლის ნანგრევებთან მიაღწიეს, მისი ცხედარი ნაპრალებში დაინახეს...
ქალის პოზა ძალიან უცნაური იყო... მლოცველივით დაჩოქილი სხეული წინ იყო დახრილი, ხელები კი რაღაცაზე ჰქონდა შემოხვეული....
ჩამონგრეულ სახლს ზურგი და თავი დაეზიანებინა...
სამაშველო ჯგუფის ლიდერმა დიდი გაჭირვებით, კედელში არსებული ვიწრო ხვრელიდან ხელი ქალის სხეულს მიადო....
იმედოვნებდა, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თუმცა მისი ცივი სხეული იმაზე მეტყველებდა, რომ ის უკვე გარდაცვლილიყო...
გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად მან დატოვა ეს სახლი შემდეგი დანგრეული შენობის გამოსაკვლევად... მაგრამ რაღაც შინაგანმა ძალამ ჯგუფის ლ