🔴შსს განცხადებას ავრცელებს ოციოდე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა. პირდაპირ ვაკოპირებ: "გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება; ასევე აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების მონაწილეები შეკრება-მანიფესტაციის დროს, ასევე სხვადასხვა მედიის საშუალებით მიმართავენ პოლიციელებს და მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ მათ პროტესტს. იმის გამო, რომ მათ მიერ დასახული მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა, აქციის მხარდამჭერები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ღიად სვამენ კითხვებს, იმის თაობაზე თუ როგორ არის შესაძლებელი პოლიციის უნიფორმისა და ეკიპირების მოძიება..."
    0 комментариев
    2 класса
    🔴 მძიმე ინფორმაცია მე ახლა ვნახე ეს პოსტი, თუმცა ჯერ კიდევ 12 აპრილს გამოუქვეყნებია ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტ ნათია ბერიძეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პუბლიკაციიდან თითქმის ერთი თვეა გასული, ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან აქტუალურია და ვფიქრობ, თქვენც უნდა იცოდეთ. ამიტომ აქვე სრულად გთავაზობთ ბერიძის ამ პოსტის ტექსტს: „მეგობრებო! ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ, რაზეც თვითონ მიმძიმს საუბარი. რამდენიმე დღის წინ, პოსტივის ეთერში გავიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2023 წლის მარტში უმძიმესი პროვოკაცია იგეგმებოდა. ჩვენ ვცადეთ ამ ამბის დეტალების გარკვევა და დავუკავშირდით ერთ-ერთ აქტივისტს, რომლის გვარიც გაჟღერდა ამ ამბავში. მისგან თანამშრომლობის მზაობა ვერ მივიღეთ. შესაბამისად, სხვა გზა არ მრჩება, უნდა გავასაჯაროვო სიმართლე და მოგიყვეთ, რა ხდება, და გაგაცნოთ ჩემ ხელთ არსებული ამ შემზარავი ამბის დეტალები. რამდენიმე დღის წინ, დამიკავშირდა უცნობი პიროვნება, რომელმაც მითხრა, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა მარტის აქციებთან და დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებით. უცნობი მე ორი მიზეზით დამიკავშირდა. მითხრა, რომ ფლობს ინფორმაციას დანაშაულისა და ადამიანის მკვლელობის დაგეგმვის შესახებ. აქამდე ხმას არ იღებდა, მაგრამ, რადგან ოპოზიციამ გადაწყვიტა, ისევ დაიწყოს აქციები და არეულობა ქვეყანაში, შეეშინდა, რომ რამე არ მოხდეს და უდანაშაულო ადამიანი არ დაიღუპოს. საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, რომ ინფორმაცია მქონდა და ხმა არ ამოვიღეო, მითხრა უცნობმა. რატომ დამიკავშირდა მე? იმიტომ რომ იცოდა ჩემი და ჩიქოვანის დაპირისპირების ამბავი, რაც ყველას კარგად მოგეხსენებათ. ისტორია რომელსაც ჩემი წყარო მიყვება ასეთია: მარტის აქციების პერიოდში დიმიტრი ჩიქოვანს თავის ერთ-ერთ ოფისში ჰქონდა შეხვედრა რამდენიმე ადამიანთან, აქტივისტთან და აქციის ორგანიზატორებთან. შეხვედრაზე ძალიან გაბრაზებულმა უამრავ რამესთან ერთად ორი მნიშვნელოვანი რამ გააჟღერა: ახსენა დავით ჩხობაძე და თქვა (ვიმეორებ, ძალიან გაბრაზებულმა): „მაგ ლაწირაკს სანამ 1000 ლარი არ ჩავურიცხე, ტრ@კი არ გაანძრიაო“. აღშფოთებული ყვიროდა, ახლა ოცნება გამოჩნდა კაი ტიპი, ჩვენ ჩავი@ვით, არადა ის „პრისტუპნიცა” ბავშვი უკვე მზად გვყავდა, კარგადაც გაპიარებული იყო და ყველაფერი წყალში ჩაგვეყარაო“. მისი თქმით, „პრისტუპნიცა ბავშვი“ უნდა მომკვდარიყო (მოეკლათ) და ამით დიდი ტალღა აგორებულიყო. ეს ბავშვი აღმოჩნდა სალომე კენჭიაშვილი, რომელიც მაშინ არასრულწლოვანი იყო. ეს გოგონა ყველამ გავიცანით ევროკავშირის დროშით წყლის ჭავლის წინ მდგარი. დროშის მოფრიალე გოგონა მაშინვე მართლა გააპიარეს ოპოარხებმა, აქტივისტებმა. გახსოვთ ალბათ, გიორგი კეკელიძემ სტიპენდიაც შესთავაზა. ყველგან ყველას ამ პატარა გოგონას ფოტო ედო და ალბათ გახსოვთ, გამოუვიდათ კიდეც მისი გაპიარება. „პრისტუპნიცა” წოდება კი დიმიტრი ჩიქოვანმა ამ ბავშვს ტყუილად არ “მიანიჭა”. მისი (სალომეს) წარსულიდან გამომდინარე, რომლის დეტალებსაც არ გავაჟღერებ, რადგან თავად მიხვდება და ემახსოვრება. პატარა გოგო, გულწრფელად გამოვიდა აქციაზე იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა და გულანთებული ბავშვი ამ ნაძირლებმა საზარბაზნე ხორცად აარჩიეს. უნდოდათ საკუთარი კეთილდღეობისთვის შეეწირათ. როგორც კი ეს ინფორმაცია მივიღე, „პოსტივიმ“ სცადა გაერკვია დავით ჩხობაძესთან, ჰქონდა თუ არა რაიმე შეხება ამ თემასთან და მართლა ჩაერიცხა თუ არა 1000 ლარი კაცისგან, რომელსაც, სავარაუდოდ, პატარა გოგონას მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი. თუ ჩაერიცხა ეს თანხა, რისთვის. ჩხობაძე არ დაგვთანხმდა თანამშრომლობაზე. შესაბამისად, მე როგორც ჟურნალისტი, თავს ვალდებულად ვთვლი, ჟურნალისტური გამოძიების პარალელურად, მივიდე საგამოძიებო ორგანოში და მივაწოდო ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და მოვითხოვო გამოძიება. აუცილებელია ჩვენც და იმ ადამიანებმაც, რომლებიც მათ გულწრფელად უჭერენ მხარს და ჰგონიათ, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის დგანან მათ გვერდით, უნდა ვიცოდეთ, რომ საქმე გვაქვს ცივსისხლიან, ბავშვების მკვლელობაზე წამსვლელ ხალხთან. სალომე კენჭიაშვილსაც აქვს უფლება იცოდეს, რომ, სავარაოდოდ, მისი სიკვდილი იყო დაგეგმილი, რათა ქვეყანაში არეულობა, რევოლუცია მოხედინათ. ამის შემდეგ გოგონას ეცოდინება რომ ასე ბრმად აღარ ენდოს იმ ადამიანებს. მე, როგორც დედა, ქალი და ჟურნალისტი, ვალდებული ვარ დავიცვა ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე. ძალიან რთულია, ამაზე საუბარი, თუმცა, ვერ დავუშვებ, სისხლიანი რეჟიმის სისხლიანი ხელები ბავშვებს შეეხოს!“ ვინც არ იცით, დიმიტრი ჩიქოვანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, ხოლო დავით ჩხობაძე - „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, რომელსაც ხშირად ხედვთ აქციებზე სტუდენტის სტატუსით.
    0 комментариев
    2 класса
    🔴 სუს-ის განცხადება საქართველოს საკონსტიტუციო უსაფრთოების სამსახურმა რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა. აგერ, უცვლელად გთავაზობთ - ცოტა მოზრდილი კია, მაგრამ აუცილებლად წასაკითხი მგონია: „გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიღებული ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ. აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში. ზემოთ აღნიშნული პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან საქართველოში მყოფ თავის თანამოაზრეებთან და განიხილავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმებს. კონკრეტული პირები აქტიურად განიხილავენ საჭიროების შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებს, რასაც მოჰყვება სიტუაციის სრული დაძაბვა. სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის განეიტრალების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორები, ხშირ შემთხვევაში რეალური მიზეზების გამხელის გარეშე, საპროტესტო მუხტის მატარებელ ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების მიზნით, აგრეთვე, სამართალდამცავებთან დაპირისპირებისთვის გამოსაყენებლად გაცემული აქვთ აქციაზე ქვების და რკინის ხელკეტების ფარულად მიტანის დავალება. მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას მისი ორგანიზატორები მასობრივი არეულობის, ქაოსის და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოეთის ინსტრუქტორების მიერ გაცემული დავალებებით და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია „CANVAS“-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ და ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება. აღნიშნული დესტრუქციული გეგმის ნაწილად, ცალკეული პოლიტიკოსები და აქციის რადიკალი ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებას, რკინიგზის ბლოკირებას, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობას, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირებას. აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, ხოლო მათი აზრით, კვალის დაფარვის მიზნით ხშირ შემთხვევაში იყენებენ კრიპტოვალუტას. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ, უცხოელი ინსტრუქტორების მიერ, საქართველოში მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ჩატარდა ტრენინგები, სადაც აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს ინსტრუქციები რადიკალური ქმედებების დაფინანსების ფარულად მიღების თაობაზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ხელშესაწყობად და წარმატების მისაღწევად მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება. უფრო მეტიც, დაინტერესებული მხარის მხრიდან ერთი გასროლაც კი გამოიწვევს პანიკას, ჭყლეტას და შესაბამისად დემონსტრანტთა შორის მძიმედ დაშავებულ პირებსა და მსხვერპლს. აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი. მათი აზრით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს. საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზების და პროვოცირების მიზნით გამოიყენება ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიც არის მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას. მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, ხოლო ორგანიზატორებს მივმართავთ, რომ მათი დესტრუქციული გეგმების განხორციელების შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყებების მიერ, გატარდება მყისიერი სამართლებრივი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს მოვლენათა ესკალაცია, გამოირიცხოს ქვეყანაში არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება და შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა“.
    0 комментариев
    2 класса
    მიყვარხარ და მეყვარები ფატი ბროლაშვილი miyvarxar da meyvarebi fati
    0 комментариев
    13 классов
    0 комментариев
    26 классов
    0 комментариев
    12 классов
    ...
    0 комментариев
    8 классов
    ...
    0 комментариев
    7 классов
    ...
    0 комментариев
    8 классов
    0 комментариев
    5 классов
54885229461607

Мой Тбилиси

01:04
...
139 просмотров
54885229461607

Мой Тбилиси

01:02
...
78 просмотров
Показать ещё