15:28, 7 January 2015
რუსი დაქირავებული ტერორისტი ალექსანდრე ნაუმენკო, რომელიც ჯერ კიდევ ცოტახნის წინ ტერორისტი ალექსეი მოზგოვოის კრიმინალურ დაჯგუფებაში მსახურობდა ამჟამად სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბრძოლების შედეგად მან ორივე ხელი და თვალები დაკარგა.
შესაბამისი ვიდეო Youtube-ზეა განთავსებული. ინტერნეტში სეპარატისტების ვებ-გვერდებზე ასევე გაისმის მოწოდებები დაეხმარონ დასახიჩრებულ ტერორისტს. საიდუმლო არ არის, რომ უკრაინაში რუსეთიდან ახალგაზრდა ბიჭებს აგზავნიან და მათი უმეტესობა უკეთეს შემთხვევაში დასახიჩრებული უბრუნდება საკუთარ სამშობლოს, რომელშიც როგორც ჩანს რუსი მოქალაქეები ვერ ეტევიან.
გიორგი დანელია
წყარო : ,, თავისუფალი ზონა "
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев