♥♥♥"ქალი, თურმე ამბობენ რომ იბადება ყვავილად, მივა ვინმე უტიფარი რომ მოწყვიტოს ადვილად. ზოგი თურმე ვარდს ჩამოჰგავს, ზოგი მინდვრის კესანეს, წინათ ქალის გულისათვის მთებში ხმლებსაც ლესავდნენ. მისი გულის მოპოვება არ იყოო ადვილი, ჩხუბი იყო, ჩნებოდაო იქვე ქალის მანდილი. მოჰგვანანო გაზაფხულზე აყვავებულ ალუბლებს, დაბადება გოგოსიო გულს უთბობდათ ბაბუებს. ტიკტიკი და მოფერება სხვაგვარიო იციან, მერე რა, თუ აფრინდება, მერე რა თუ სხვისია, მამის მხარ - ბეჭს მიეკვრება პაწაწინა ხელები, მთელ სამყაროს გადასწონის ციცქნა გოგოს ცრემლები. ქალში თავად ღმერთმა ჩადო სიყვარულის უნარი, ესალმება მზეს ღიმილით მამის სახლის სტუმარი. მერე რა, თუ გოგოს გამო არ დაცალეს თოფები ქალის სიყვარულისათვის ბევრს უწოდეს ლოთები. დღეს თუ დახტის ასკინკილით და ხელებით მზე დააქვს, ხვალ, ზეგ მოვა, გზა დაუთმეთ მომავალი დედაა. მარტი დადგა, ხეს აჰკვრიან დაბერილი კვირტები, ეს კვირტებიც ქალს მოჰგვანან თუკი დაუკვირდები. ამბობენ, რომ გაზაფხულზე საოცრება ხდებაო, ქალი ყოველ მზის ამოსვლას ღელვით ეგებებაო, მოაშურებს სულს სიმშვიდე, ივსებაო ფერებით დაიღვრება სინაზედო, თუკი მოეფერები. თუმცა, ზოგჯერ ირევიან სულში მარტის ქარები რა ქნას, თუკი მოუნდება რომ დახუროს კარები, ღელვის მერე უსათუოდ გამოჩნდება ნაპირი, მარტის მერე სულში ისევ თვალს გაახელს აპრილი. ზოგი ქალი თავნებაა, ბროწეულად იშლება, ზოგს კი, თუ არ დაუყვავე ზღვადაც გადაიშლება. ოდითგანვე ქალი იყო ოცნებების სათავე და მის წარმტაც სილამაზეს ფრესკად გამოსახავდნენ. ქალი დედად ნაკურთხია, მასში სუფევს სიცოცხლე, სანამ ქალი იარსებებს, ეს სამყაროც იცოცხლებს. ქალი გველით შეცდენილი და ღვთისმშობლის ხატება, მაშ, არ გიყვარს თუ ყოველ წუთს ძლიერ არ გენატრება. რა გაძინებს, თუკი ქალი ღამეს თეთრად ათენებს? ნუ ჩაუქრობ თვალში ჯერაც მბჟუნტავ ციცინათელებს. გამუდმებით იყვავილებს, თუკი კარგად უვლიან, რადგან თავად სიცოცხლეა, ქალი გაზაფხულია. მისი გულის მოსაგებად მოუგიათ ომები, ციხის კარებს შეჰხიზვნიან ერთ დროს პატიოსნები. მისთვის წერდნენ სონეტებს და მისთვის წერდნენ ბალადებს... ქალი? ქალი მტკვარს ატანდა წაუკითხავ ბარათებს. ქალის ხიბლი და სიტურფე თვით უფალმა დალოცა, მისთვის წერდა რუსთაველი თავის „ ვეფხისტყაოსანს“ ის ბოლომდე უერთგულებს პაწაწინა ნაბიჯებს, შვილის სახით სიყვარული გულს რომ შემოაბიჯებს. სამყაროსაც კი მოსწყდება შვილზე ფიქრში გართული, სწორედ, დედიდან იწყება ყველაფერი ქართული. ცეცხლს გავლიდა, ქვას გატეხდა შვილს რომ რამე ენატრა შვილის გამო დედა დღესაც იღვენთება კელაპტრად. როცა შვილი მშიერია, დედას თურმე არ შია ვერც ვინ ხვდება რა აცოცხლებს, დედის ძალა რაშია. შვილის გამო თუ დასჭირდა, მიაშურებს სამარეს ზოგი ქალი შროშანს მოჰგავს, ზოგიც იასამანებს... შვილის სიყვარულის გამო როგორ მსხვერპლზე არ წავა, ეს სულის სიძლიერე ხომ მასაც დედამ ასწავლა. ქალი დროსაც დაამარცხებს, ტკივილს უხმოდ აიტანს ოღონდ, შვილს არ შესცივდეს და გოლგოთასაც აიტანს. მისი ღიმილის გარეშე არაფერი არ ხარობს, როცა ქალი იღიმება, სხვა ხიბლი აქვს სამყაროს. ქალში არის დიდი ძალა, სიწმინდე და სინათლე, ქალს თუ კარგად გაუფრთხილდი, იბრწყინებს და ინათებს. თურმე, ბავშვი არა ტყუის, როცა დედას იფიცებს, გაგიღიმებს ქალი, მაგრამ წყენას ვერ დაგივიწყებს. სათუთნი და ფაქიზები იშლებიან იებად, ამბობენ, რომ ქალის ცრემლი კაცს არ ეპატიება. კიდევ, იმასაც ამბობენ თითქოს ასეც ხდებაო ქალი ყოველ გაზაფხულზე ახლად იბადებაო. ერთი უმნიშვნელო სიტყვა და თვალს ცრემლით აივსებს, დააცადეთ იყვავილოს, ნუ წაართმევთ მაისებს. ქალი დიდი სიკეთეა, არ ჩამქრალი კერია, ქალის ფასი ვინც არ იცის, თავის თავის მტერია. შენს სულში რომ დაივანა სიფრიფანა გოგონამ არც შეცვლილა, ის შუქი აქვს, რაც შენამდე მოჰქონდა. დუმილითაც დაგამარცხებს, თუკი ხელი აღმართე თითქოს, სუსტი ყვავილი და... მიუყვება აღმართებს. შემოდგომის ჩუმი სევდა თმებში თეთრად დაათოვს, ქალის ლოცვა მთებს დაძრავს და დედამიწას გააპობს. ვინ გითხრა, რომ ადვილია ქალობა ან დედობა? თუ გაუშლი, ბევრს კი არ გთხოვს ხელისგულიც ეყოფა. შენ თუ გინდა გაუბრაზდი, ჭირვეული ეძახე, ყვავილს კარგად ვინ უვლის და მხოლოდ კარგი მებაღე. ახლა მეტყვი, ქალი მხოლოდ იბადება ქალადო, ზოგჯერ, მთელი ცხოვრებაც კი რჩება გამოცანადო... მე კი მაინც მგონია რომ იბადება ყვავილად, არასოდეს, არასოდეს, არ მოწყვიტოთ ადვილად"♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥
    1 комментарий
    11 классов
♥♥♥"ქალი, თურმე ამბობენ რომ იბადება ყვავილად, მივა ვინმე უტიფარი რომ მოწყვიტოს ადვილად. ზოგი თურმე ვარდს ჩამოჰგავს, ზოგი მინდვრის კესანეს, წინათ ქალის გულისათვის მთებში ხმლებსაც ლესავდნენ. მისი გულის მოპოვება არ იყოო ადვილი, ჩხუბი იყო, ჩნებოდაო იქვე ქალის მანდილი. მოჰგვანანო გაზაფხულზე აყვავებულ ალუბლებს, დაბადება გოგოსიო გულს უთბობდათ ბაბუებს. ტიკტიკი და მოფერება სხვაგვარიო იციან, მერე რა, თუ აფრინდება, მერე რა თუ სხვისია, მამის მხარ - ბეჭს მიეკვრება პაწაწინა ხელები, მთელ სამყაროს გადასწონის ციცქნა გოგოს ცრემლები. ქალში თავად ღმერთმა ჩადო სიყვარულის უნარი, ესალმება მზეს ღიმილით მამის სახლის სტუმარი. მერე რა, თუ გოგოს გამო არ დაცალეს თოფები ქალის სიყვარულისათვის ბევრს უწოდეს ლოთები. დღეს თუ
Показать ещё