ფონდი "ქართუ" თბილისში, დიღომში, ტექნოლოგიურ STEM უნივერსიტეტს ააშენებს
ჯერ კიდევ 2008 წელს ბიძინა ივანიშვილმა და ”ქართუ ჯგუფმა” გამოთქვა სურვილი დაეფინანსებინა საქართველოში თანამედროვე ახალი ტიპის უნივერსიტეტის მშენებლობა და ფუნქციონირება. ტენდერის შედეგად არქიტექტურული ჯგუფიც იყო შერჩეული.
მიუხედევად წინა მთავრობის კრახისა, რომელიც მან განიცადა ბათუმი თაუერში ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შექმნის შედეგად, საქართველოს ტექნოლოგიური STEM უნივერსიტეტი ექნება, რომელსაც ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს. უნივერსიტეტის ძირითადი მიმართულებები იქნება ინჟინერია, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ფიზიკა, ქიმია-ბიოლოგია, სოფლის მეუნრეობის თანამედროვე მიმართულებები. პროექტი არის რამდენიმე წლიანი, რადგან იქნება გათვლილი დიდი რაოდენობის სტუდენტებისთვის. აშენდება საუნივერსიტეტო კამპუსიც.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев