ჰა, რაღას უცდი, მიდი კიდევ გადამიარე,
ბარემ, დამადგი გულზე ფეხი და გააჩერე.
წვალებ-წვალებით ვეღარ ვიკვლევ გზას მერმისისკენ,
ცხოვრებავ, მიდი ადექი და გადამაშენე.
მუდამ მე გთხოვდი, რომ დაგენდე,ახლა ძალები
გაჰყვნენ აგვისტოს ყვითელ დღეებს,ზვარაკებივით.
აღარ მინდიხარ, გამიშვი და შენც დაისვენე,
იქნებ ამიხდნენ,სურვილები არახდენილნი.
როგორ ვეცადე,თუმც ვერასდროს მე ჩემი ყოფნა,
შენს სურვილამდე ხომ,ვერასგზით ვერ მოვიტანე.
მთელი სიცოცხლე, ვერაფრით ვერ დაგანამუსე,
მაშინ, მიდი და სახადივით გადამიტანე.
ნანა აბესაძე